„სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ აქციების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეისათვის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 17/11/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
483
12/11/2000
სსმ, 107, 17/11/2000
000000000.00.000.000000
„სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ აქციების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეისათვის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

2000 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ აქციების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეისათვის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №661 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №661 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) დადგენილი წესით უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-აი-ეისათვის“ სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ 406250 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 97,2%, 802120 ლარი) გადაცემა“.

2. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ერთ თვეში შეისწავლონ ამ ბრძანებულების გამოსვლის დღისათვის სააქციო საზოგადოება „ზეგაანის“ კრედიტორული დავალიანებების მართლზომიერების საკითხი.“.

3. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში წარმოადგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

7. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრს გ. არსენიშვილს.“.

ე. შევარდნაძე