საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016074
  • Word
3806
12/11/2010
სსმ, 66, 03/12/2010
040000000.05.001.016074
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);

კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;“.

2. 679-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა ის საბუთი, რომელიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადასცეს გადამზიდველს და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია.“.

3. 692-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაზიდვის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაბრუნდეს, ოღონდ ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ.“.

4. 732-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად. გარდა ამისა, შემკვეთმა უნდა გადასცეს მას აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.“.

 მუხლი 2. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგური უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საგადასახადო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.“.

2. 127-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 127

ტვირთის გამგზავნი ვალდებულია დროულად გადასცეს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის, სანიტარიული, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესებისა და სხვა ადმინისტრაციული წესების მოთხოვნათა შესაბამისად და პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე საბუთების დაგვიანებით გადაცემის, არასწორად ან არასრულად შედგენის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის.“.

 მუხლი 3. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 4. „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 26 აპრილი, 1997, გვ. 6) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, საგადასახადო, სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოებში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება ამ ორგანოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.“.

 მუხლი 5. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი საგზაო პოლიციაში რეგისტრაციაში ტარდება სარეგისტრაციო ნიშნის – „ტრანზიტის“ მოქმედების ან შეძენის ვადაში, ან სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრიდან ერთი თვის განმავლობაში.“.

2. საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის – „საგზაო ნიშნების“ 3.17.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.17.1. „პორტალი“ (აკრძალულია პორტალთან (საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლა).“.

 მუხლი 6. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-14 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და რომელშიც ხორციელდება სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული კონტროლი.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საპოლიციო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კონტროლის ამოცანებისათვის;“.

3. 53-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. საპასპორტო, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესების გამოყენება

საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის, ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, სანიტარიული, საკარანტინო, შემოსვლა-გასვლის, ქონების შემოტანა-გატანის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესები.“.

4. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 მუხლი 7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 94-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.“.

 მუხლი 8. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ წყლებში საქართველოს საგადასახადო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით დგინდება მიმდებარე ზონა, რომელიც არის 12 საზღვაო მილის სიგანის ზღვის ზოლი და ღია ზღვის მხრიდან ესაზღვრება ტერიტორიულ წყლებს.“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო კონტროლს. საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გატანის კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში.“.

3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიიდან აფრენა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ მიწაზე დაფრენა იმ საჰაერო ხომალდისა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს, ხდება საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილ აეროპორტში (აეროდრომზე), სადაც არის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, პორტალი და სხვა შესაბამისი სამსახურები.“.

4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისა და ყოფნის დროს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებული არიან დაიცვან რადიოკავშირის, ნავიგაციის, საპორტო, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სანიტარიული წესები, აგრეთვე ამ კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

5. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.“.

6. 31-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასაზღვრო, საკარანტინო, საავტომობილო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლი;“.

 მუხლი 9. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების ეკონომიკურ ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი პორტალიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური პორტალის გავლით;“;

ბ) „ჰ7“ და „ჰ8“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ7) სასაზღვრო რკინიგზის სადგური – საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლი;

8) სასაზღვრო საკონტროლო პოსტი – სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები;“.

2. 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვაგონისა და კონტეინერის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით გახსნისას ახალი პლომბებისა და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების განსაზღვრული წესით დადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.

3. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საგადასახადო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც რკინიგზა აცნობებს მას.“.

4. 25-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რკინიგზა ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რკინიგზის სადგურში მიტანის ან რკინიგზის სადგურიდან გაგზავნის შესახებ შეატყობინოს შემოსავლების სამსახურს ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მეშვეობით.“.

5. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.“.

6. 27-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს.“.

7. 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საგადასახადო ორგანოებმა ან სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით (ბარგით, ტვირთ-ბარგით) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს, ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.“.

8. 36-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საგადასახადო ორგანოებისა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით.“.

9. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები).“.

 მუხლი 10. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;“.

 მუხლი 11. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას.“.

 მუხლი 12. „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, სანავსადგურო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;“.

 მუხლი 13. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 50-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 50. სხვა პირის მიერ საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების შესრულება

გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით, რისთვისაც გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირებისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

2. დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის:

ა) მე-6 და მე-7 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

6

იმპორტის გადასახადი

100

 

 

7

სხვა გადასახადები (მათ შორის, საგადასახადო ორგანოების მიერ გადახდევინებული ჯარიმები, რომლებიც არ არის დარიცხული კონკრეტულ გადასახადზე), გარდა გაუქმებული გადასახადებისა

100

 

 

 

ბ) მე-16 გრაფა ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 14.სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სფეროში საქმიანობის ნებართვა:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – 500 ლარი;

ბ) საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი;

გ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვა – 250 ლარი თავისუფალი საწყობის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობისა და ღია მოედნის ყოველ 1 კვ. მ-ზე.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა:

ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე გაცემული ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:

ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;

ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი;

გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი;

დ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – 600 ლარი;

ე) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 50 ლარი;

ვ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა – 25 ლარი;

ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი.“.

 მუხლი 15.თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა პორტალი.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.

7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.“.

4. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანისას საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია. ამასთანავე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის იმპორტში მოქცევისას საქონელი, მიუხედავად მისი ოდენობისა, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანისას საქონლის დეკლარირებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით.“.

 მუხლი 16.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სამართლებრივი აქტები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საგადასახადო კანონმდებლობა, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

2. მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია;“.

 მუხლი 17. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საფელდიეგერო მომსახურება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;“.

3. მე-6 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება – 30 ლარი;“.

 მუხლი 18. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს მიმდებარე ზონაში ახორციელებენ კონტროლს საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობების დამრღვევთა დასჯის მიზნით.“.

2. 29-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები

თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური ან სანიტარიული კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, გააჩერონ გემი და ჩაუტარონ ინსპექტირება, მიიღონ საჭირო ზომები დარღვევის თავიდან ასაცილებლად და დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.“.

3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური და სანიტარიული კანონებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ.“.

4. 45-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის გადასახადისაგან, სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლება ზღვაზე გასვლის მიზნით სატრანზიტო მოძრაობის დროს

საქართველოს ტერიტორიაზე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებების ზღვაზე გასვლის მიზნით სატრანზიტო მოძრაობა არ ექვემდებარება იმპორტის გადასახადის, სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას, ამ მოძრაობასთან დაკავშირებული კონკრეტული მომსახურების საფასურის გარდა.“.

5. 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საგადასახადო, საემიგრაციო, ფისკალური ან სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;“.

 მუხლი 19.საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995 წ., №№27–30, მუხ. 661) მე-12  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. კონცესიონერის უფლებები

კონცესიონერს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობისა და საკონცესიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესაბამისად განკარგოს საკუთარი პროდუქცია და მოგება, რომელიც რჩება სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ;

გ) გაიტანოს მოგება საზღვარგარეთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) საერთო საფუძველზე ისარგებლოს წყლით, ენერგიით, კომუნიკაციებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით, მოაწყოს კონცესიის ტერიტორია, შექმნას და იქონიოს საწყობები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები;

ე) დაიქირაოს საკონცესიო საწარმოების მუშებად და მოსამსახურეებად საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;

ვ) საწარმოო პროცესების უზრუნველსაყოფად ისარგებლოს მოწყობილობების, ინსტრუმენტების, სპეცტანსაცმლისა და სურსათის იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე შემოტანის უფლებით, კონცესიების ფარგლებს გარეთ მათი მოხმარებისა და უფლების გარეშე;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრის, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული და სხვა შეღავათებით გრძელვადიანი კაპიტალდაბანდების რეალიზაციისას და მიღებული მოგების რეინვესტიციისას, საკონცესიო საწარმოების და ინფრასტრუქტურის განვითარების ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით;

თ) გაასაჩივროს სასამართლოში ან არბიტრაჟში სახელმწიფო ორგანოს არამართლზომიერი მოქმედება.“.

 მუხლი 20. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ე“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ექსპორტი – საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან პროდუქციის გატანა მის ფარგლებს გარეთ მუდმივი განთავსების ან გამოყენების მიზნით, უცხო პირთათვის მომსახურების გაწევა და უფლებების მინიჭება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკასთან ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან;

ვ) რეექსპორტი – საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მის ფარგლებს გარეთ დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ან უცხო სახელმწიფოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი მესამე ქვეყანაში;

ზ) ტრანზიტი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლით პროდუქციის გადაადგილება;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) იმპორტი – უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე პროდუქციის შემოტანა მუდმივი განთავსების ან გამოყენების მიზნით, მომსახურების გაწევა და უფლებების მინიჭება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკასთან ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან;“.

2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართაც შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები პორტალის გავლით საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე);“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აღკვეთენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის უკანონო გადაადგილებას პორტალის გავლით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი სიის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართაც შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები პორტალის გავლით საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე).“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც იარაღის, მათ შორის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, დამზადებასთან, წარმოებასთან და შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებულ სამუშაოებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის მაძიებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტს.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტის დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;

დ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საქართველოს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სასწავლო და სამხედრო დანიშნულების დამხმარე ქონების, აგრეთვე მათი შემადგენელი ნაწილების ნიმუშების რემონტის მიზნით პორტალზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის შესახებაც ეცნობება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.

16. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის პორტალის გავლით გატანას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი პროდუქციის რეექსპორტი ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს და შეიძლება განხორციელდეს გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ისეთი სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არ არის აღნიშნული, შემოსავლების სამსახური ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“.

6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ინტერესების შესაბამისად, ამტკიცებს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართაც შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები პორტალის გავლით საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე.“.

 მუხლი 21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 2003 მუხლის შენიშვნის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, წყლის) ტრანსპორტირებისას ან მიწოდებისას;

ბ) საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირებისას;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;

დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია;

ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი.“.

2. 214-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 214. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა

1. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, სასაქონლო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

3. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

4. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით;

დ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

6.  ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.“.

3. 218-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.“.

 მუხლი 22. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი;“.

2. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საგადასახადო სანქციის აღსრულებისთანავე.“;

გ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება შეიძლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გადაეცეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.

5. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, განადგურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მესამე პირის მეშვეობით რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

 მუხლი 23. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) 117  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. მომსახურების საფასურის გადახდისაგან განთავისუფლება

ამ თავით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საგადასახადო ორგანოები.“.

 მუხლი 24. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით დგინდება ამ მუხლში ჩამოთვლილი ის დაკანონებული გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საგადასახადო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, ასევე იმ გაზომვებში, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:

ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;

ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის:

ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი;

ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი;

ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი;

გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;

დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე;

ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;

ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;

ზ) გაზის მრიცხველებისათვის:

ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Qmax£10მ3/სთ – 10 წელი;

ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით Qmax>10მ3/სთ – 4 წელი;

თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და ა. შ.) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი;

ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე;

კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი;

ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საგადასახადო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს.“.

 მუხლი 25. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება;“.

 მუხლი 26. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 141 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფასურის გადამხდელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/ტვირთის გადაზიდვას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის/სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლით/ზედამხედველობით.“.

2. 143  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 143. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული პორტალის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის/სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის ზონაში ან პირიქით.“.

3. 144 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის/სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლით/ზედამხედველობით სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის/სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლით/ზედამხედველობით სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით.“.

 მუხლი 27. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 132 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა.

2. სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.“.

2. მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.“.

 მუხლი 28. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით.“.

 მუხლი 29. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 2000 წელი, მუხ. 140) მე-15  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. კინოორგანიზაციების საქმიანობის საგადასახადო რეგულირების თავისებურებანი

ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კინოორგანიზაციების საქმიანობის საგადასახადო რეგულირების თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 მუხლი 30. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება;“.

2. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს.“.

 3. 221 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა“;

ბ) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საგადასახადო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებისათვის, წარმოებისათვის, შეკეთებისათვის (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.“.

 მუხლი 31. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური);“.

2. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; შემოსავლების სამსახურისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.“.

4. მე-6 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია.“.

 მუხლი 32. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 11 მუხლის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სერიის აღრიცხვა – ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შესაბამისი აღრიცხვის ადმინისტრაციული პროცედურის გავლიდან დისტრიბუციის შემდგომ თითოეულ შუალედურ რგოლში დადებულ გარიგებათა დამადასტურებელ დოკუმენტებში ყიდვა-გაყიდვის ობიექტის საიდენტიფიკაციო სერიისა და ოდენობის სავალდებულო მითითება და შესაბამისად აღრიცხვა მიმდებარე ზონაში.“.

2. 1113 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით;“.

 მუხლი 33. „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 165) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 34. „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 504) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.“.

 მუხლი 35. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა (შემოტანა, გატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადმოტანა ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა;“.

2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საწყობში/ტერმინალში შენახვის სასაქონლო ოპერაციაში შენახვა.“.

3. 26-ე მუხლის მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის (საქართველოდან გატანის) შემდეგ საგადასახადო ორგანოები აფიქსირებენ შემოტანილი (გატანილი) ნივთიერებების რაოდენობას და ამ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

7. საქართველოს ტერიტორიაზე იმ პორტალების ნუსხას, საიდანაც ნებადართული იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანა და გატანა, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების:

ა) შემოტანა და გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით;

ბ) გატანა მიწერითი საწყობის/ტერმინალის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარ ნებართვაში მითითებულია მიწერითი საწყობი/ტერმინალი;

გ) ტრანზიტი;

დ) რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას.“.

4. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომელიც საქართველოს საგადასახადო ორგანოებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გატარების საფუძველია.“.

5. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ავადმყოფს უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.“.

 მუხლი 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ინვესტორის უფლებას, გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;

ბ) „ზ.ვ“ და „ზ.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ვ) იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით იმპორტის გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;

ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;“;

გ) „თ.ა“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;

თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

 მუხლი 37. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ. 172) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შავ ზღვაზე: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი, რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საგადასახადო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე – სუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით;“.

 მუხლი 38. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა;“.

2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;“.

 მუხლი 39. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 24-ე მუხლის:

ა) 171 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„171. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა.“;

ბ) 32-ე და 33-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.

33. საწყობის (ღიასი ან/და დახურულის) საქმიანობის ნებართვა.“.

 მუხლი 40. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროდუქცია, რომელზედაც საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და სტანდარტებით განსაზღვრულია მოთხოვნები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოება, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების აუცილებელი პირობები, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას. აკრძალულია საქონლის (მათ შორის, იმპორტულის) რეალიზება, სამუშაოთა შესრულება და მომსახურების გაწევა ამ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსატანად ნებართვის საფუძველია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ან ცნობს საქართველოს სათანადო რწმუნების მქონე ორგანო. პასუხისმგებლობა პროდუქციის უსაფრთხოების ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის და სერტიფიკატის დაუსაბუთებელი გაცემისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 მუხლი 41. „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 17.03.2005, მუხ. 60) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება შესაბამისობის სერტიფიკატი.“.

 მუხლი 42. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტში მოქცევისას, საწყობში/ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“.

2. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა“.

3. მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შესაბამისი სამსახური) ახორციელებს უფლების მფლობელთა უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზე, რომლებიც შეტანილია შესაბამისი სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომში – განმცხადებელი) უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს განაცხადით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (რეგისტრაციის) თაობაზე და მოითხოვოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილების ან სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და მისი უფლებების დაცვა.“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურის განხორციელებისას შესაბამის სამსახურს სრული საფუძველი ექნება ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, იგი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის ქვეშ განთავსების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღის ვადით შეჩერების (შემდგომში – საქონლის შეჩერების) შესახებ. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ეს ვადა 6 სამუშაო დღეა.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში მიმართავს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.“;   

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 43

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-9 მუხლებისა, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-11–21-ე მუხლებისა, 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 23-ე–42-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-11–21-ე მუხლები, 22-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 23-ე–42-ე მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 ნოემბერი.

№3806–II