დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 20/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №114
2002 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №278 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იურიდიული დეპარტამენტი;“.
2. დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი“.
3. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიერ გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის ანალიზი და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სარჩელის აღძვრა სასამართლოში და მონაწილეობა იმ დავათა განხილვაში, რომელიც ეხება სამინისტროს. დეპარტამენტი ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებსაც“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები