დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 აპრილის №216 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №12
2003 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 აპრილის №216 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №97 ბრძანებულების შესაბამისად „საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 აპრილის №216 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (შემდგომში – ენის სახელმწიფო პალატა) არის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით.“.
2. მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ხოლო მისი ადგილობრივი ორგანოებისა – ადგილობრივი ბიუჯეტიდან“ და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
ენის სახელმწიფო პალატის სისტემის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.
3. მე-7 და მე-8 მუხლებს დასაწყისში დაემატოს სიტყვები: „ენის სახელმწიფო პალატა“.
4. მე-12 მუხლში სიტყვა: „ორი“ შეიცვალოს სიტყვით: „სამი“.
5. მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ქ. თბილისისა და...“.
6. მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, ხოლო „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;“.
7. დებულების მე-6 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI. ენის სახელმწიფო პალატის სისტემა
მუხლი 16.
ენის სახელმწიფო პალატის სისტემა მოიცავს პალატის ცენტრალურ აპარატსა და პალატის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს.
მუხლი 17.
ენის სახელმწიფო პალატის ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) საორგანიზაციო სამმართველო (ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის აპარატი, კანცელარია, კადრებისა და რეგიონალური სამსახურების მართვის განყოფილება, საფინანსო განყოფილება);
ბ) სარეკლამო ზედამხედველობისა და პრაგმონიმების სამმართველო (სარეკლამო ზედამხედველობის ინსპექცია, პრაგმონიმების განყოფილება);
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (ინფორმატიკის განყოფილება, ანალიტიკური განყოფილება);
დ) ენობრივ ნორმათა დამკვიდრების საზედამხედველო სამმართველო (სტილისტიკის განყოფილება, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის აპარატი);
ე) იურიდიულ საკითხთა, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური.
მუხლი 171.
ენის სახელმწიფო პალატის ტერიტორიული ორგანოებია:
1. კახეთის დეპარტამენტი (თელავის სამმართველო; გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარლის, დედოფლისწყაროს განყოფილებები);
2. მცხეთა-მთიანეთის სამმართველო (მცხეთის, თიანეთის, დუშეთის, ახალგორის, ყაზბეგის განყოფილებები);
3. ქვემო ქართლის დეპარტამენტი (რუსთავის, გარდაბნის მარნეულის, ბოლნისის სამმართველოები; დმანისის, თეთრი წყაროს, წალკის განყოფილებები);
4. შიდა ქართლის დეპარტამენტი (გორის სამმართველო; ხაშურის, კასპის, ქარელის განყოფილებები);
5. იმერეთის დეპარტამენტი (ქუთაისის სამმართველო; სამტრედიის, ჭიათურის, ბაღდათის, წყალტუბოს, ვანის, ტყიბულის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერის, ხონის განყოფილებები);
6. სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტი (ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის სამმართველოები; ასპინძის, ადიგენის განყოფილებები);
7. გურიის სამმართველო (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის განყოფილებები);
8. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამმართველო (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის განყოფილებები);
9. სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი (ზუგდიდის, ფოთის სამმართველოები; მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშის განყოფილებები);
10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი (ბათუმის სამმართველო; ქობულეთის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქედის განყოფილებები).“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები