საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1348-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018018
1348-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 06/01/2022
010190020.04.001.018018
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ აირჩა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე არანაკლებ 2-ჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ცესკოს ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე არანაკლებ 2-ჯერ მეტი კანდიდატურის წარდგენა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით წარუდგენს ცესკოს ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე არანაკლებ 2-ჯერ მეტ და არაუმეტეს 3-ჯერ მეტ კანდიდატურას. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის კენჭისყრის შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა. კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ცესკოს ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე 2-ჯერ მეტ კანდიდატურას. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. თუ ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი წევრი არ აირჩა, ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი წევრის არჩევამდე.“.

3. 44-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

გ) მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დ) მოსამართლე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ვ) საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;

ზ) საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

თ) საარჩევნო კომისიის წევრი;

ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.“.

4. 761 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი.“.

5. 143-ე მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 154-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.“.

7. 1541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1541. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები

1. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

2. თუ საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

3. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

4. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საკრებულოს დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

6. რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

7. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.“.

8. 164-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.“.

9. 1692 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.“.

10. 198-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 198. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა

1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება.

3. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებითვე ადგენს ცესკო შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 2 თვისა, ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

4. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, ხორციელდება ამ კანონის 197-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. ამ განცხადების მიღებისთანავე აღნიშნულ პარტიას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მისი მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამავე კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონის 1961 მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2036 და 2037 მუხლები:

„მუხლი 2036. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი

1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს შუალედური არჩევნების ან საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები და იმ საარჩევნო ოლქების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები მათი გამოყენებით ჩატარდება, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

3. ამ მუხლის შესაბამისად არჩევნების ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების არსებობის შემთხვევაში ცესკოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევნებში საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის მიზნით ამ კანონის 21-ე მუხლის „დ​2“ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი.

 

მუხლი 203 7. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა

ამ კანონის 16მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე გასამართ საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ან საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის რიგგარეშე არჩევნებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1348-VIIრს-Xმპ