დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 09/01/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.22.027.012.613 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.613
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №3
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2008 წ., №40, მუხ. 464) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;“;
გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა“.
2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
ადმინისტრაციაში სტუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) კანცელარია (სამმართველო);
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო.
მუხლი 9
1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“–„კ“, „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
2. კანცელარია უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
3. კანცელარიას აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.
4. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ტ“–„ხ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.
3. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ორგანიზაციული უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 12 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი თ. ბურჯალიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები