О контроле за предпринимательской деятельностью

Консолидированная версия (Окончательный вариант)

საქართველოს კანონი

 

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ყველას აქვს უფლება თავისუფლად ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

2. სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.

3. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1697 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.180
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 2

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში;

ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან მისთვის შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისთვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

გ) მაკონტროლებელი ორგანო – სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.

2. მეწარმის საფინანსო-ეკონ ომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ურთიერთობებისა).

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი № 2565 - სსმ I, № 24 , 20.08.2003 წ., მუხ .183
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №919 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.203
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4229 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.380
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1697 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.180
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №489 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4086 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №489 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №551 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №678 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

 

თავი II. სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი

    მუხლი 3

1. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს.

2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

21. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი3“ ან „ი4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის დაწყების შემდეგ მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სასამართლოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. სათანადო საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VIIთავის შესაბამისად.

3. მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.

4. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მეწარმის შემოწმება არ განხორციელდება. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, მოსამართლის მიერ შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმისას იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მეწარმეს უპირობოდ დაუბრუნდეს მაკონტროლებელი ორგანოსთვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა ან სხვა გადაცემული ქონება თუ დოკუმენტი. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მეწარმეს მიეცემა სათანადო და სრული ანაზღაურება. მეწარმეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. კანონის და რღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.

6. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება.

7. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3052 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.180
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3460 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

    მუხლი 4

1. თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია საქმიანობის იმავე საკითხთან დაკავშირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა.

2. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია კონტროლის განხორციელებამდე მეწარმეს გადასცეს მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი.

    მუხლი 5

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

დ) (ამოღებულია);

ე) (ამოღებულია);

1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;

2) (ამოღებულია – 25.03.2013, №489);

ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

ზ) (ამოღებულია);

1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობებზე;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;

1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;

2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;

3) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;

ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში სამჯერ ხორციელდება;

1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

2) მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ ფასზე სახელმწიფო ზედამხედველობას და რომელიც ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

3) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო საქმიანობის კონტროლზე, ამ კანონის მე-3 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლით:

3.ა) პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი;

3.ბ) ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება;

3.გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;

3.დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილი გახდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით;

4) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლზე, ამ კანონის მე-3 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ფარმაცევტულ საწარმოსა და საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლით:

4.ა) მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით;

4.ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;

4.გ) გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვით:

4.გ.ა) საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

4.გ.ბ) არსებობს გარემოება, რომელიც შესაძლებელია მტკიცებულების განადგურებას უკავშირდებოდეს;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; 

ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას:

ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;

ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;

ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, გარდა „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

პ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემოწმებაზე.

2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2565 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.183
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3115 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.230
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3373 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.33
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1125 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის კანონი №3188 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4275 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.434
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5264 - სსმ I, №30 , 30.07.2007 წ., მუხ.335
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №341 - სსმ I, №25 , 23.10.2008 წ., მუხ.165
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1689 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.172
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3052 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.180
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3555 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.281
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.517
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4219 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4657 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6170 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №489 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1468 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1596 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2470 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5364 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5572 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1712 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2052 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2618 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3096 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3299 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4092 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4262 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4286 – ვებგვერდი, 04.03.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4601 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5692 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7186  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1337 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2274 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3002 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3313 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3460 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3798 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №562 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1309 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
 

მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1234  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
 

თავი III. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261

    მუხლი 7 (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261

    მუხლი 8 (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9

1. (ამოღებულია).

2. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად მოამზადონ კანონპროექტი მაკონტროლებელი ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ამ კანონის ტექსტის გადაცემა იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოებში გადასახადის გადამხდელებად არიან რეგისტრირებულნი.

4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად 3 თვის ვადაში მოამზადოს წინადადებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

5. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2002 წლის 10 მაისი ს კანონი № 1399 - სსმ I, № 10, 13.05.2002 წ., მუხ. 44
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261

    მუხლი 10

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№921–IIს

 Закон Грузии

О контроле за предпринимательской деятельностью

 

Глава I . Общие положения

Статья 1

1. Все имеют право свободно заниматься предпринимательской деятельностью.

2. Предпринимательская деятельность в соответствии с Конституцией Грузии может ограничиваться только законом.

3. Государственные органы, органы муниципалитета, а также другие административные органы правомочны осуществлять контроль за предпринимательской деятельностью только в порядке, установленном законом.

Закон Грузии №1697 от 24 сентября 2009 года – ССМ I, №29, 12.10.2009 г., ст. 180

Закон Грузии №6894 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.

 

Статья 2

1. Термины, использованные в настоящем Законе, имеют следующие значения:

а) предприниматель – предусмотренное Законом Грузии «О предпринимателях» предприятие любой организационно-правовой формы, а также непредпринимательское (некоммерческое) юридическое лицо, осуществляющие предпринимательскую деятельность в этой части деятельности;

б) контроль за предпринимательской деятельностью – регулируемая законодательством Грузии деятельность государственных органов, органов муниципалитета и других административных органов, целью которой является проверка финансово-экономической деятельности предпринимателя и исполнения возложенных на него обязанностей, а также установление соответствия деятельности предпринимателя законодательству Грузии, выявление правонарушений в его деятельности или наложение на него соответствующих санкций. Для целей настоящего Закона контролем не являются выдача предусмотренных законодательством Грузии лицензии, разрешения, сертификата или принятие решения об авторизации, требование сертификата в торговой сети и составление соответствующего акта, деятельность, осуществляемая в целях проверки исполнения международных договоров Грузии в сфере охраны окружающей среды, пользования природными ресурсами и иных природоохранных требований, деятельность, предусмотренная договорами и лицензиями, связанными с ресурсами нефти, газа и природного водорода, проверка, предусмотренная пунктом 3 статьи 8 Закона Грузии «О юридическом лице публичного права – Оперативно-техническом агентстве Грузии», деятельность, осуществляемая в целях превенции принудительного труда и трудовой эксплуатации и реагирования на них, а также содействие контролю выполнения решений, осуществляемое Администрацией Правительства Грузии в соответствии с Законом Грузии «О структуре, полномочиях и порядке деятельности Правительства Грузии»;

в) контролирующий орган – государственный орган, орган муниципалитета, а также другой административный орган, которые в соответствии с законом правомочны осуществлять контроль за предпринимательской деятельностью.

2. Контроль за финансово-экономической деятельностью предпринимателей в случаях, предусмотренных законодательством, и в пределах, установленных законом, осуществляют налоговые органы, а также Служба государственного аудита (кроме налоговых отношений, предусмотренных Налоговым кодексом Грузии).

3. (искл.).

Закон Грузии № 2565 от 23 июля 2003 года – ССМ I , № 24, 20.08.2003 г., ст. 183

Закон Грузии №919 от 29 декабря 2004 года – ССМ I , №41, 30.12.2004 г., ст. 203

Закон Грузии №843 от 29 декабря 2004 года – ССМ I , №42, 30.12.2004 г., ст. 220

Закон Грузии №4229 от 29 декабря 2006 года – ССМ I , №50, 30.12.2006 г., ст. 380

Закон Грузии №4302 от 29 декабря 2006 года – ССМ I , №51, 31.12.2006 г., ст. 411

Закон Грузии №1697 от 24 сентября 2009 года – ССМ I , №29, 12.10.2009 г., ст. 180

Закон Грузии №3539 от 21 июля 2010 года – ССМ I , №47, 05.08.2010 г., ст. 306

Закон Грузии №3595 от 17 сентября 2010 года – ССМ I , №54, 12.10.2010 г., ст. 347

Закон Грузии №4415 от 11 марта 2011 года – веб-страница, 17.03.2011 г.

Закон Грузии №6550 от 22 июня 2012 года – веб-страница, 29.06.2012 г.

Закон Грузии №489 от 25 марта 2013 года – веб-страница, 05.04.2013 г.

Закон Грузии №4086 от 22 июля 2015 года – веб-страница, 31.07.2015 г.

Закон Грузии №489 от 22 марта 2017 года – веб-страница, 27.03.2017 г.

Закон Грузии №6894 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.

Закон Грузии №551 от 13 мая 2025 года – веб-страница, 14.05.2025 г.

Закон Грузии №678 от 12 июня 2025 года – веб-страница, 16.06.2025 г.

 

 

Глава II . Порядок осуществления контроля за предпринимательской деятельностью

 

Статья 3

1. Предпринимательскую деятельность может контролировать только контролирующий орган. При наличии соответствующего основания с предложением о проверке предпринимательской деятельности предпринимателя к контролирующему органу или в суд может обратиться другой государственный орган.

2. Контролирующий орган правомочен контролировать предпринимательскую деятельность (в том числе – входить на предприятие, требовать документы, приостанавливать деятельность предприятия, опечатывать принадлежащее предпринимателю имущество, осматривать предприятие, проверять качество изделий, выпущенных предпринимателем) только на основании приказа судьи.

21. В случае, предусмотренном подпунктами «и3» или «и4» пункта первого статьи 5 настоящего Закона, контролирующий орган после начала осуществления контролирующим органом контроля за предпринимательской деятельностью в соответствии с настоящим Законом обязан обратиться в суд с требованием об издании приказа судьи о контроле за предпринимательской деятельностью с указанием соответствующего основания. Порядок рассмотрения и разрешения судом надлежащего вопроса определяется в соответствии с главой VII 1 Административно-процессуального кодекса Грузии.

3. Судья отдает приказ о проверке деятельности предпринимателя только в том случае, если контролирующий орган предоставит ему информацию с аргументированным и обоснованным подозрением о нарушении предпринимателем требований законодательства.

4. Если судья не отдаст приказ о проверке деятельности предпринимателя, проверка предпринимателя не осуществляется. Если проверка предпринимателя уже начата, при отказе судьи выдать приказ о проверке она должна быть незамедлительно прекращена, и предпринимателю безусловно должны быть возвращены сумма, уплаченная им в пользу контролирующего органа, а также государственного бюджета или бюджета муниципалитета, или другое переданное им имущество либо документ. А если это невозможно, предпринимателю выплачивается соответствующее и полное возмещение. Предприниматель вправе требовать и получить возмещение ущерба, причиненного незаконной проверкой.

5. Доказательства, полученные вследствие проверки, осуществленной с нарушением закона, юридической силы не имеют.

6. Контролирующий орган правомочен проверять предпринимателя только в связи с вопросом, по которому существует приказ судьи.

7. Порядок рассмотрения и решения судьей вопроса, определенного настоящей статьей, определяется Административно-процессуальным кодексом Грузии.

Закон Грузии №3052 от 4 мая 2010 года – ССМ I, №26, 20.05.2010 г., ст. 180

Закон Грузии №6894 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.

Закон Грузии №3460 от 3 июля 2023 года – веб-страница, 25.07.2023 г.

 

Статья 4

1. Если предприниматель подвергся проверке со стороны правомочного контролирующего органа, не допускается проверка по тому же вопросу его деятельности другим контролирующим органом (кроме случаев, предусмотренных вторым предложением пункта 2 статьи 5 настоящего Закона) или другим подразделением того же контролирующего органа.

2. Контролирующий орган обязан до осуществления контроля передать предпринимателю письменный перечень его прав и обязанностей.

 

Статья 5

1. Требования пункта 2 статьи 3 настоящего Закона не распространяются:

а) на мероприятия налогового контроля, осуществленные налоговыми органами на основании статьи 255 Налогового кодекса Грузии в порядке, установленном законодательством Грузии;

б) на предусмотренную законом деятельность Национального банка Грузии;

в) на предусмотренную законодательством Грузии деятельность Службы государственного аудита;

г) (искл.);

д) (искл.);

д1) на деятельность, связанную с осуществлением государственного контроля Министерством охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии и входящими в его систему учреждениями;

д2) (искл. – 25.03.2013, №489);

е) на предусмотренную законодательством Грузии деятельность, осуществляемую национальным регулирующим органом;

ж) (искл.);

ж1) на предусмотренные законодательством Грузии виды деятельности юридических лиц публичного права, входящих в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Агентства технического и строительного надзора и Агентства надзора за рынком;

з) на мероприятия, осуществляемые юридическими лицами публичного права, входящими в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Агентством гражданской авиации и Агентством морского транспорта в целях надзора за выполнением технических регламентов, действующих в отраслях авиационного и морского транспорта, в соответствии с законодательством Грузии, а также на деятельность, связанную с контролем за выполнением условий лицензии на добычу полезных ископаемых или лицензии на пользование недрами, осуществляемую юридическим лицом публичного права, входящим в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Национальным агентством минеральных ресурсов;

з) на мероприятия, осуществляемые юридическими лицами публичного права, входящими в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Агентством гражданской авиации и Агентством морского транспорта в целях надзора за исполнением технических регламентов, действующих в отраслях авиационного и морского транспорта, в соответствии с законодательством Грузии;

з1) на деятельность юридического лица публичного права, входящего в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Агентства железнодорожного транспорта, предусмотренную законодательством Грузии;

з2) на деятельность юридического лица публичного права, входящего в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Агентства морского транспорта, связанную с осуществлением контроля в сфере внутреннего водного транспорта, предусмотренную законодательством Грузии;

з3) на деятельность, связанную с осуществлением предусмотренного Законом Грузии «Об автомобильном транспорте» контроля юридическим лицом публичного права, входящим в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Агентством сухопутного транспорта, а также в соответствии с законодательством Грузии на мероприятия, осуществляемые в целях надзора за выполнением технических регламентов, действующих в отрасли автомобильного транспорта;

и) на проверку исполнения технического регламента медицинской деятельности высокого риска, если она осуществляется путем выборочного контроля, трижды в течение календарного года;

и1) на предусмотренную законодательством Грузии деятельность, осуществляемую в сфере надзора за воспитательной деятельностью;

и2) на деятельность контролирующего органа, связанную в соответствии с Законом Грузии «О лекарствах и фармацевтической деятельности» с государственным надзором за референтной ценой фармацевтического продукта и осуществляемую в пределах компетенции, предоставленной Законом Грузии «О лекарствах и фармацевтической деятельности»;

и3) на контроль медицинской деятельности юридическим лицом публичного права Министерства лиц, вынужденно перемещенных с оккупированных территорий, труда, здравоохранения и социальной защиты Грузии – Агентства по регулированию медицинской и фармацевтической деятельности в соответствии с пунктом 21 статьи 3 настоящего Закона, в связи с качеством медицинских услуг, по следующим основаниям:

и3.а) письменная жалоба пациента или его представителя;

и3.б) смерть беременной женщины, роженицы или (и) новорожденного либо ребенка;

и3.в) обращение административного органа;

и3.г) тяжелое осложнение состояния здоровья пациента или его неожиданная смерть, о чем стало известно через средства массовой информации;

и4) на контроль фармацевтической деятельности юридическим лицом публичного права Министерства лиц, вынужденно перемещенных с оккупированных территорий, труда, здравоохранения и социальной защиты Грузии – Агентства по регулированию медицинской и фармацевтической деятельности в соответствии с пунктом 21 статьи 3 настоящего Закона, в связи с реализацией фармацевтическим предприятием и оптовой реализацией, по следующим основаниям:

и4.а) письменная жалоба потребителя или его представителя по поводу качества фармацевтической продукции;

и4.б) обращение административного органа;

и4.в) распространенная публичная информация, согласно которой:

и4.в.а) создается угроза жизни или (и) здоровью человека;

и4.в.б) существует обстоятельство, которое может быть связано с уничтожением доказательства;

  к) на предусмотренную законодательством Грузии деятельность юридического лица публичного права, входящего в сферу управления Министерства охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии, – Национального агентства продовольствия;

л) на предусмотренную законом деятельность юридического лица публичного права – Службы государственного надзора за страхованием в Грузии;

м) на предусмотренную законодательством Грузии деятельность, осуществляемую государственным подведомственным учреждением, входящим в сферу управления Министерства внутренних дел Грузии, – Службой по управлению чрезвычайными ситуациями в сфере государственного пожарного надзора и надзора за жизненно важными объектами;

н) при осуществлении лицом, имеющим соответствующие полномочия органа муниципалитета, эстетических и косметических процедур в учреждениях общественного значения:

н.а) на проверку выполнения технического регламента – санитарных норм превенции инфекций и контроля при осуществлении эстетических и косметических процедур в учреждениях общественного значения, если проверка методом выборочного контроля осуществляется раз в течение календарного года;

н.б) на проверку выполнения условий, связанных с регистрацией в Реестре видов экономической деятельности, если проверка методом выборочного контроля осуществляется раз в течение календарного года;

о) на деятельность юридического лица публичного права, подлежащего государственному контролю Министерства лиц, вынужденно перемещенных с оккупированных территорий, труда, здравоохранения и социальной защиты Грузии, – Службы инспекции труда, предусмотренную Органическим законом Грузии «О безопасности труда», Органическим законом Грузии «Трудовой кодекс Грузии» и Законом Грузии «Об инспекции труда», за исключением случая, предусмотренного подпунктом «б» пункта 2 статьи 16 Закона Грузии «Об инспекции труда»;

  п) на предусмотренную Законом Грузии «О защите персональных данных» проверку, осуществленную Службой государственного аудита.

2. Всем контролирующим органам запрещается требовать от предпринимателя предоставления такой информации, которая выходит за рамки их полномочий. Служба государственного аудита при проверке других государственных органов финансово-хозяйственного контроля правомочна требовать предоставления документов и информации, отражающих расчет с бюджетом, в целях их проверки в камеральном порядке.

3. В случаях, предусмотренных подпунктами «в»–«е» пункта первого настоящей статьи, контроль за предпринимательской деятельностью отдельных юридических лиц может осуществляться только на основании административного акта соответствующего органа.

4. Действие настоящего Закона не распространяется на действия, предусмотренные Законом Грузии «Об оперативно-розыскной деятельности» и Уголовно-процессуальным кодексом Грузии. Контролирующий орган, осуществляющий контроль за предпринимательской деятельностью, по просьбе органа, осуществляющего оперативно-розыскную деятельность, приобретает право на  проверку по приказу судьи. В суд с ходатайством о проверке входит орган, осуществляющий дознание и оперативно-розыскную деятельность, который предоставляет судье соответствующую информацию о нарушении законодательства предпринимателем. Судья рассматривает вопрос единолично в закрытом судебном заседании без участия сторон. На проверку, подлежащую осуществлению, не распространяются требования пункта первого статьи 4 настоящего Закона.

Закон Грузии №2565 от 23 июля 2003 года – ССМ I, №24, 20.08.2003 г., ст. 183

Закон Грузии №3115 от 26 августа 2003 года – ССМ I, №29, 18.09.2003 г., ст. 230

Закон Грузии №3373 от 24 февраля 2004 года – ССМ I, №7, 16.03.2004 г., ст. 33

Закон Грузии №1125 от 22 марта 2005 года – ССМ I, №13, 12.04.2005 г., ст. 86

Закон Грузии №3188 от 6 июня 2006 года – ССМ I, №21, 15.06.2006 г., ст. 178

Закон Грузии №4302 от 29 декабря 2006 года – ССМ I, №51, 31.12.2006 г., ст. 411

Закон Грузии №4275 от 29 декабря 2006 года – ССМ I, №51, 31.12.2006 г., ст. 434

Закон Грузии №5264 от 11 июля 2007 года – ССМ I, №30, 30.07.2007 г., ст. 335

Закон Грузии №341 от 10 октября 2008 года – ССМ I, №25, 23.10.2008 г., ст. 165

Закон Грузии №1689 от 24 сентября 2009 года – ССМ I, №29, 12.10.2009 г., ст. 172

Закон Грузии №3052 от 4 мая 2010 года – ССМ I, №26, 20.05.2010 г., ст. 180

Закон Грузии №3555 от 21 июля 2010 года – ССМ I, №46, 04.08.2010 г., ст. 281

Закон Грузии №3595 от 17 сентября 2010 года – ССМ I, №54, 12.10.2010 г., ст. 347

Закон Грузии №4145 от 17 декабря 2010 года – ССМ I, №76, 29.12.2010 г., ст. 517

Закон Грузии №4219 от 22 февраля 2011 года – веб-страница, 10.03.2011 г.

Закон Грузии №4415 от 11 марта 2011 года – веб-страница, 17.03.2011 г.

Закон Грузии №4657 от 5 мая 2011 года – веб-страница,13.05.2011 г.

Закон Грузии №6170 от 8 мая 2012 года – веб-страница, 25.05.2012 г.

Закон Грузии №6550 от 22 июня 2012 года – веб-страница, 29.06.2012 г.

Закон Грузии №489 от 25 марта 2013 года – веб-страница, 05.04.2013 г.

Закон Грузии №1468 от 4 октября 2013 года – веб-страница, 16.10.2013 г.

Закон Грузии №1596 от 20 ноября 2013 года – веб-страница, 03.12.2013 г.

Закон Грузии №2470 от 29 мая 2014 года – веб-страница, 12.06.2014 г.

Закон Грузии №5364 от 8 июня 2016 года – веб-страница, 17.06.2016 г.

Закон Грузии №5572 от 24 июня 2016 года – веб-страница, 13.07.2016 г.

Закон Грузии №1712 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.

Закон Грузии №2052 от 7 марта 2018 года – веб-страница, 21.03.2018 г.

Закон Грузии №2618 от 27 июня 2018 года – веб-страница, 06.07.2018 г.

Закон Грузии №3096 от 5 июля 2018 года – веб-страница, 11.07.2018 г.

Закон Грузии №3299 от 21 июля 2018 года – веб-страница, 09.08.2018 г.

Закон Грузии №4092 от 22 декабря 2018 года – веб-страница, 28.12.2018 г.

Закон Грузии №4262 от 27 декабря 2018 года – веб-страница, 29.12.2018 г.

Закон Грузии №4286 от 19 февраля 2019 года – веб-страница, 04.03.2019 г.

Закон Грузии №4601 от 8 мая 2019 года – веб-страница, 08.05.2019 г.

Закон Грузии №5692 от 20 декабря 2019 года – веб-страница, 26.12.2019 г.

Закон Грузии №7186 от 29 сентября 2020 года – веб-страница, 05.10.2020 г.

Закон Грузии №1151 от 16 декабря 2021 года – веб-страница, 27.12.2021 г.

Закон Грузии №1337 от 30 декабря 2021 года – веб-страница, 13.01.2022 г.

Закон Грузии №2274 от 1 декабря 2022 года – веб-страница, 13.12.2022 г.

Закон Грузии №3002 от 31 мая 2023 года – веб-страница, 13.06.2023 г.

Закон Грузии №3313 от 28 июня 2023 года – веб-страница, 18.07.2023 г.

Закон Грузии №3460 от 3 июля 2023 года – веб-страница, 25.07.2023 г.

Закон Грузии №3798 от 30 ноября 2023 года – веб-страница, 20.12.2023 г.

Закон Грузии №562 от 13 мая 2025 года – веб-страница, 16.05.2025 г.

Закон Грузии № 1309 от 1 7 декабря 2025 года – веб-страница, 23 . 12 .2025 г.

 

Статья 6

Контролирующий орган обязан до 25 января каждого года представлять Президенту Грузии, Правительству Грузии и Парламенту Грузии отчеты о предъявленных в суд ходатайствах о выдаче приказов за истекший год, количестве выданных судом приказов и о результатах проверок, осуществленных на основании приказов судьи.

Закон Грузии №1234 от 20 сентября 2013 года – веб-страница, 08.10.2013 г.

 

Глава III . (искл.)

Закон Грузии №799 от 19 декабря 2008 года – ССМ I, №40, 29.12.2008 г., ст. 261

 

Статья 7 (искл.)

Закон Грузии №799 от 19 декабря 2008 года – ССМ I, №40, 29.12.2008 г., ст. 261

 

Статья 8 (искл.)

Закон Грузии №799 от 19 декабря 2008 года – ССМ I, №40, 29.12.2008 г., ст. 261

 

Глава IV . Переходные и заключительные положения

Статья 9

1. (искл.).

2. Поручить комитетам Парламента Грузии по юридическим вопросам, законности и административным реформам, по отраслевой экономике и по экономической политике в 3-месячный срок со дня введения настоящего Закона в действие совместно с соответствующими органами исполнительной власти подготовку законопроекта о порядке разграничения полномочий контролирующих органов и осуществления контроля.

3. Министерству налоговых доходов в течение 3 месяцев обеспечить передачу текста настоящего Закона юридическим лицам, зарегистрированным в налоговых органах в качестве плательщиков налогов.

4. Комитету по юридическим вопросам, законности и административным реформам Парламента Грузии поручить совместно с соответствующими учреждениями исполнительной власти в 3-месячный срок подготовить предложения по приведению действующего законодательства в соответствие с настоящим Законом.

5. Пункт 3 статьи 2 и подпункт «ж» пункта первого статьи 5 настоящего Закона ввести в действие с 1 января 2006 года.

Закон Грузии № 1399 от 10 мая 2002 года – ССМ I, № 10, 13.05.2002 г., ст. 44

Закон Грузии №843 от 29 декабря 2004 года – ССМ I, №42, 30.12.2004 г., ст. 220

Закон Грузии №799 от 19 декабря 2008 года – ССМ I, №40, 29.12.2008 г., ст. 261

 

Статья 10

Настоящий Закон ввести в действие на 15-й день со дня опубликования.

 

Президент Грузии                      Эдуард Шеварднадзе

Тбилиси,

8 июня 2001 года.

№ 921- II