О создании юридического лица публичного права – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули

Консолидированная версия (04/10/2013 - 20/03/2015)

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ

    მუხლი 1

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო).

2. ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ბიუროს დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 12ოქტომბრის კანონი №3660- სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.362

    მუხლი 2

1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

3. ბიუროს დებულებას ბიუროს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3370 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.242

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1466 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

    მუხლი 3

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს მთავრობამ:

ა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება;

ბ) 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის.

5. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებამდე ბიუროს უფროსის მოვალეობას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი.

    მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი და მე-4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 31 ოქტომბერი.

№436–რს

Закон Грузии

 

О создании юридического лица публичного права – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули

 

Статья 1

1. Создать юридическое лицо публичного права – Национальное бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули (далее – Бюро).

2. Основными задачами Бюро являются проведение специальных исследований в целях установления необходимых обстоятельств в области науки, техники или искусства и подготовка соответствующих заключений или справок судом, прокурором, следователем, стороной, участвующей в деле, или уполномоченным лицом по уголовным, гражданским или административным делам в порядке, определенном законом, а также на основании требования физических и юридических лиц, административных органов Грузии или иностранных государств.

3. В целях выполнения задач, предусмотренных пунктом 2 настоящей статьи, Бюро обеспечить организацию и производство судебной экспертизы в порядке, установленном законодательством Грузии.

4. Тарифы на судебно-экспертные услуги определяются постановлением Правительства Грузии.

5. Финансирование Бюро осуществляется в порядке, установленном Законом Грузии «О юридическом лице публичного права».

6. В целях содействия выполнению задач, предусмотренных пунктом 2 настоящей статьи, при Бюро может быть создано юридическое лицо публичного права в порядке, установленном законодательством Грузии (12.10.2010 N3660)

 

Статья 2

1. Бюро возглавляет начальник Бюро, которого назначает на должность и освобождает от должности Премьер-министр Грузии. (4.10.2013N1466)

 2. Начальник Бюро имеет заместителей, в том числе – одного первого заместителя, назначаемого на должность и освобождаемого от должности начальником Бюро . (6.07.2010 N3370)

3. Положение о Бюро утверждает Правительство Грузии по представлению начальника Бюро.

 

Статья 3

1. Реорганизовать юридическое лицо публичного права, действующее в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули и сформировать его в виде юридического лица публичного права – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули.

2. Юридическое лицо публичного права – Национальное бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули является правопреемником юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули.

3. Правительству Грузии:

а) обеспечить утверждение Положения о юридическом лице публичного права – Национальном бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули;

б) к 1 января 2009 года обеспечить передачу бюджетных ассигнований юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули юридическому лицу публичного права – Национальному бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули в порядке, установленном законодательством Грузии.

4. Министерству экономического развития Грузии к 1 января 2009 года обеспечить передачу юридическому лицу публичного права – Национальному бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули имущества, необходимого для функционирования Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули (в том числе – имущества, числящегося на балансе юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули), в порядке, установленном законодательством Грузии.

5. Президенту Грузии обеспечить назначение на должность начальника Бюро в месячный срок со дня введения в действие настоящего Закона.

6. До осуществления Президентом Грузии действия, предусмотренного пунктом 5 настоящей статьи, обязанности начальника Бюро исполняет начальник юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули.

 

Статья 4

1. Настоящий Закон, кроме подпункта «б» пункта 3 и пункта 4 статьи 3, а также статьи 4, ввести в действие с 1 января 2009 года.

2. Подпункт «б» пункта 3 и пункт 4 статьи 3, а также статью 4 настоящего Закона ввести в действие по опубликовании.

 

Президент Грузии                                           Михаил Саакашвили

 Тбилиси

 31 октября 2008 года

 № 436-вс