Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს.
1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 124-ე, 128-ე, 129-ე, 191-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 2041, 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 221-ე, 243-ე, 259-ე, 279-ე, 301-ე, 303-ე, 305-ე, 344-ე, 3441, 347-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 304-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ და ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.
1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2001 მუხლის პირველი ნაწილით, 2002 მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 276-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.
2. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ.
3. გაუნახევრდეთ ძირითადი სასჯელი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისთვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
1. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი.
3. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2008 წლის 15 ოქტომბრამდე.
სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე.
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი პროკურორი.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.
მუხლი 7
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და შესრულდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 21 ნოემბერი.
№53I–IIს
Закон Грузии
Об амнистии
Грузинское государство, исходя из принципа гуманизма, в качестве временной и чрезвычайной меры однократного характера, с учетом степени общественной опасности на основании настоящего Закона освобождает от уголовной ответственности и отбывания наказания лиц, подозреваемых, обвиняемых, подсудимых и осужденных по обвинению в совершении преступлений, предусмотренных Уголовным кодексом Грузии (Сакартвелос саканонмдебло мацне № 41 (48), 1999 год, ст. 209).
Статья 1
1. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, подозреваемых, обвиняемых, подсудимых или осужденных по обвинению в совершении преступлений, предусмотренных статьями 124, 128, 129, 191, 193, 195, 196, 203, 2041, 207, 211, 213, 216, 219, 221, 243, 259, 279, 301, 303, 305, 344, 3441, 347, 357, 360, 361, 384, 385, 386, 387, частью первой статьи 118, частью первой статьи 187, частями первой и 2 статьи 188, частью первой статьи 192, частью первой статьи 197, частями первой и 2 статьи 200, частью первой статьи 239, частью первой статьи 246, частями первой, 2 и 3 статьи 276, частью первой статьи 284, частью первой статьи 304 Уголовного кодекса Грузии (Сакартвелос саканонмдебло мацне №41 (48), 1999 год, ст. 209).
2. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, к моменту совершения преступления являвшихся несовершеннолетними и подозреваемыми, обвиняемыми, подсудимыми или осужденными по части первой статьи 177 или части первой статьи 178 Уголовного кодекса Грузии.
3. Предварительное следствие не начинается, а начатое подлежит прекращению по делам о преступлениях, предусмотренных статьями Уголовного кодекса Грузии, указанными в пункте первом настоящей статьи, и в случае неустановления лиц, совершивших преступления.
Статья 2
1. Сократить наполовину неотбытую часть назначенного наказания в виде лишения свободы лицам, осужденным по части первой статьи 180, части первой статьи 182, части 2 статьи 197, части первой статьи 2001, части первой статьи 2002, статье 220, части первой статьи 272, статье 273, частям 4, 5 и 6 статьи 276, части 2 статьи 284, части первой статьи 362, части первой статьи 363, лицам, осужденным по части первой статьи 260, совершившим незаконное приобретение, хранение или перевозку наркотических средств, их аналогов или прекурсоров, лицам, осужденным по части первой или 2 статьи 261 Уголовного кодекса Грузии, совершившим незаконное приобретение, хранение или перевозку психотропных веществ, их аналогов или сильнодействующих средств.
2. Сократить наполовину неотбытую часть назначенного наказания в виде лишения свободы лицам, осужденным по части 2 статьи 177 Уголовного кодекса Грузии, к моменту назначения наказания являвшимся несовершеннолетними.
3. Сократить наполовину основное наказание лицам, в отношении которых ко времени принятия настоящего Закона ведется уголовное преследование или судебное разбирательство в связи с преступлениями, предусмотренными пунктами первым или 2 настоящей статьи.
Статья 3
1. Лица, освобожденные от наказания на основании настоящего Закона, не подлежат освобождению от дополнительного наказания.
2. Амнистия, предусмотренная настоящим Законом, не распространяется на уплаченные штрафы, назначенные в качестве основного наказания.
3. Судимость с лиц, освобожденных от наказания на основании настоящего Закона, будет снята в порядке, установленном законодательством Грузии.
Статья 4
Амнистия, предусмотренная статьями первой и 2 настоящего Закона, распространяется на лиц, совершивших соответствующие преступления до 15 октября 2008 года.
Статья 5
Органы, ведущие уголовный процесс, принимают процессуальные решения по вопросам амнистии, предусмотренной настоящим Законом, без согласия подозреваемых, обвиняемых, подсудимых и осужденных.
Статья 6
1. Решение о применении амнистии, предусмотренной настоящим Законом, к подозреваемым и обвиняемым принимает соответствующий прокурор.
2. Решение о применении амнистии, предусмотренной настоящим Законом, к подсудимым и осужденным, судопроизводство в отношении которых не закончено, принимает соответствующий суд. Суд вправе рассмотреть вопрос, предусмотренный настоящим пунктом, без устного слушания.
3. Решение о применении амнистии, предусмотренной настоящим Законом, к осужденным, судопроизводство в отношении которых закончено, без устного слушания, в однократном порядке принимает соответствующий районный (городской) суд, вынесший первоначальное решение, которому соответствующее учреждение Министерства юстиции Грузии направляет личное дело осужденного в недельный срок после введения настоящего Закона в действие.
Статья 7
Настоящий Закон должен быть введен в действие по опубликовании и подлежит исполнению в 2-месячный срок после опубликования.
Президент Грузии Михаил Саакашвили
Тбилиси
21 ноября 2008 года
№ 531-IIс
Вернуться назад
Комментарии к документу