Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
- Оригинал
- ●
- Английский
- ●
- Русский
- ●
- Параллельно Английский
- ●
- Параллельно Русский
- ●
- Параллельно Английский - Русский
Консолидированная версия (Окончательный вариант)
|
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
|
თავი I ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
|
ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცნება
|
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მისი ფარგლების გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას.
|
მუხლი 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები
|
ამ კანონის მიზნებისთვის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებია:
ა) სახელმწიფო თავდაცვა; ბ) საგარეო უსაფრთხოება; გ) შიდა უსაფრთხოება; დ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ე) სამოქალაქო უსაფრთხოება; ვ) ინფორმაციული უსაფრთხოება; ზ) მართლწესრიგი. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
|
მუხლი 4. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღირებულებები
|
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
ა) სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; ბ) თავისუფლება; გ) დემოკრატია და კანონის უზენაესობა; დ) უსაფრთხოება; ე) კეთილდღეობა; ვ) მშვიდობა.
|
მუხლი 5. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები
|
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია:
ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა; დ) უწყვეტობა; ე) გეგმურობა; ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა. |
თავი II ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები
|
მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა
|
სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საქართველოს თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფა; გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა; დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა; ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება; თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3505 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. |
მუხლი 7. საგარეო უსაფრთხოება
|
საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება; დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება. |
მუხლი 8. შიდა უსაფრთხოება
|
შიდა უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; გ) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა; დ) უცხო ქვეყნების ორგანიზაციების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობის ნეიტრალიზაცია; ე) ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა; თ) მიგრაციული და რეპატრიაციული პროცესების საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისად მართვა; ი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; კ) შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება. |
მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური
და
ენერგეტიკული
უსაფრთხოება |
სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და პროგნოზირება, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია; დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
|
მუხლი 10. სამოქალაქო
უსაფრთხოება |
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიმართულებებს.
2. ამ კანონის მიზნებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს აგრეთვე შემდეგ მიმართულებებს: ა) ეკოლოგიური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისგან ქვეყნის მოსახლეობისა და ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; გ) საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება, ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფა; დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი კოორდინაცია. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
|
მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება
|
ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა; გ) კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზაცია; დ) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება; ე) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ინსტიტუციური კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ვ) ელექტრონული მმართველობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) კიბერსაკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება; თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა. |
მუხლი 12. მართლწესრიგი
|
მართლწესრიგის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) კანონის უზენაესობის განმტკიცება; ბ) კრიმინოგენული ვითარების გასაუმჯობესებლად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; გ) ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა; დ) სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობათა განვითარება; ე) სამართალდაცვით და სისხლის სამართლის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. |
მუხლი 13. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
|
ამ კანონის მე-6−მე-12 მუხლებით გათვალისწინებული მიმართულებების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს აღნიშნულ მიმართულებებთან.
|
თავი III ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესი
|
მუხლი 14. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ორგანიზება
|
1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.
2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ხორციელდება ამ კანონის II თავში მითითებული მიმართულებების გათვალისწინებით. |
მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
|
1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის უზრუნველყოფისა და მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები. 6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მუნიციპალიტეტები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2609 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4087 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1725 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
|
მუხლი 151. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ან/და განახლება |
|
1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ. 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაიხედება და განახლდება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. 3. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო განახლდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. |
მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები
|
1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.
2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) უწყებრივი კონცეფცია; ბ) უწყებრივი სტრატეგია; გ) დოქტრინა; დ) პროგრამა. 3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი დამტკიცების წესი განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3505 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
|
მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
|
1.
უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
2. ამ კანონის მიზნებისთვის: ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ; ბ) უწყებრივი სტრატეგია არის შესაბამისი უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერილია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უწყებრივ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს; დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს.
3. მუნიციპალიტეტის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მისთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
|
მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები
|
1.
უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
2. მუნიციპალიტეტები უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
|
მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი |
1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად.
2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის, გადახედვისა და განახლებისთვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის საქართველოს მთავრობა, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 31. ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს. 4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580). 5. (ამოღებულია - 07.12.2017, №1622). საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
თავი III1 (ამოღებულია) საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 191. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 192. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 193. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2122 – ვებგვერდი, 06.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №763 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 194. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 195. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 196. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
მუხლი 197. (ამოღებულია) |
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
|
თავი IV (ამოღებულია)
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 20. (ამოღებულია) |
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 21. (ამოღებულია) |
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 22. (ამოღებულია) |
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 23. (ამოღებულია) |
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 24. (ამოღებულია) |
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №133 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 25. (ამოღებულია) |
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №133 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
მუხლი 26. (ამოღებულია) |
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
|
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი
|
1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები. |
მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი
|
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილება „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მარტი 2015 წ. N3126-IIს |
Закон Грузии
О порядке планирования и координации политики национальной безопасности
Глава I
Общие положения
Статья 1. Сфера, регулируемая Законом
Настоящим Законом определяются сферы политики национальной безопасности, процесс планирования и координации указанной политики и полномочия ведомств, координирующих ее планирование.
Статья 2. Понятие политики национальной безопасности
Политикой национальной безопасности является деятельность, осуществляемая для обеспечения государственных интересов Грузии, подразумевающая выявление, идентификацию, оценку, предотвращение и пресечение угроз, рисков и вызовов внутри страны и за ее пределами.
Статья 3. Сферы политики национальной безопасности
Для целей настоящего Закона сферами политики национальной безопасности являются:
а) государственная оборона;
б) внешняя безопасность;
в) внутренняя безопасность;
г) социально-экономическая и энергетическая безопасность;
д) гражданская безопасность;
е) информационная безопасность;
ж) правопорядок.
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Статья 4. Ценности политики национальной безопасности
Политика национальной безопасности основывается на следующих ценностях:
а) суверенитет и территориальная целостность;
б) свобода;
в) демократия и верховенство закона;
г) безопасность;
д) благосостояние;
е) мир.
Статья 5. Принципы планирования и координации политики национальной безопасности
Принципами планирования и координации политики национальной безопасности являются:
а) законность;
б) неукоснительное соблюдение и уважение прав человека и основных свобод;
в) единый правительственный подход;
г) непрерывность;
д) плановость;
е) публичность и гражданская вовлеченность.
Глава II
Сферы политики национальной безопасности
Статья 6. Государственная оборона
Сфера государственной обороны включает следующие направления:
а) выявление, идентификация, оценка и прогнозирование военных угроз;
б) в случае вооруженного нападения на страну обеспечение ее территориальной целостности и суверенитета с помощью Сил обороны Грузии;
в) развитие, подготовка и боевая готовность Сил обороны Грузии;
г) обеспечение соответствия инфраструктуры и коммуникаций страны оборонным целям;
д) подготовка экономики, органов центральной власти и местных властей, предприятий, организаций и населения страны к военному положению и осуществление мобилизационных мероприятий;
е) создание материальных резервов для оборонных целей;
ж) развитие системы военного образования, науки и промышленности;
з) развитие международного сотрудничества по вопросам безопасности и военно-техническим вопросам.
Закон Грузии №3505 от 21 сентября 2023 года – веб-страница, 12.10.2023 г.
Статья 7. Внешняя безопасность
Сфера внешней безопасности включает следующие направления:
а) выявление, идентификация, оценка и прогнозирование внешних угроз, рисков и вызовов;
б) осуществление внешней политики государства в соответствии с целями и задачами национальной безопасности;
в) осуществление на международном уровне политики непризнания и деоккупации оккупированных территорий Грузии;
г) защита прав и законных интересов граждан Грузии, проживающих за пределами страны;
д) защита интересов и поддержка деятельности грузинских диаспор;
е) осуществление разведывательной и внешней контрразведывательной деятельности;
ж) развитие возможностей ведомств, вовлеченных в процесс обеспечения внешней безопасности.
Статья 8. Внутренняя безопасность
Сфера внутренней безопасности включает следующие направления:
а) выявление, идентификация, оценка и прогнозирование внутренних угроз, рисков и вызовов;
б) защита конституционного строя и суверенитета, обеспечение территориальной целостности Грузии;
в) обеспечение восстановления территориальной целостности страны и достойного возвращения вынужденно перемещенных лиц;
г) нейтрализация разведывательной или (и) направленной против государственных интересов Грузии иной деятельности иностранных организаций, групп лиц и отдельных лиц;
д) борьба против экстремистской и террористической идеологии и деятельности;
е) обеспечение гражданской интеграции национальных и религиозных меньшинств, проживающих на территории страны;
ж) обеспечение охраны Государственной границы Грузии;
з) управление миграционными и репатриационными процессами в соответствии с нормами, признанными на международном уровне;
и) обеспечение защиты информации, содержащей государственную тайну;
к) развитие возможностей ведомств, вовлеченных в процесс обеспечения внутренней безопасности.
Статья 9. Социально-экономическая и энергетическая безопасность
Сфера социально-экономической и энергетической безопасности включает следующие направления:
а) защита в процессе планирования и осуществления политики национальной безопасности прав и свобод человека, гарантированных Конституцией Грузии;
б) выявление, идентификация и прогнозирование социально-экономических и энергетических угроз, рисков и вызовов, разработка соответствующих механизмов безопасности;
в) нейтрализация экономической и финансовой деятельности, содержащей угрозу государственным интересам Грузии;
г) обеспечение соответствия регулирующих норм, связанных с объектами стратегического значения, целям и задачам национальной безопасности;
д) оценка аспектов безопасности экономических проектов стратегического значения и разработка соответствующих механизмов безопасности;
е) осуществление энергетической политики в соответствии с целями и задачами национальной безопасности;
ж) обеспечение соответствия внешнеэкономических отношений целям и задачам национальной безопасности;
з) обеспечение демографической безопасности;
и) обеспечение соответствия политики здравоохранения и социальной защиты целям и задачам национальной безопасности;
к) обеспечение продовольственной безопасности;
л) обеспечение защиты от пандемий, эпидемий, эпизоотий и других биологических угроз.
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Статья 10. Гражданская безопасность
1. Сфера гражданской безопасности включает направления, предусмотренные Законом Грузии «О гражданской безопасности».
2. Для целей настоящего Закона сфера гражданской безопасности включает также следующие направления:
а) выявление, идентификация, оценка и прогнозирование экологических угроз, рисков и вызовов;
б) разработка соответствующих механизмов для защиты населения и территории от чрезвычайных ситуаций, вызванных природным и человеческим факторами;
в) сокращение вреда, причиненного в результате военного положения, вызванных природным и человеческим факторами катастроф, других кризисных ситуаций, содержащих угрозу национальным интересам, обеспечение сопротивляемости страны указанным вызовам;
г) развитие возможностей и координация сил реагирования на чрезвычайные ситуации.
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Статья 11. Информационная безопасность
Сфера информационной безопасности включает следующие направления:
а) обеспечение безопасности информационного пространства Грузии и выявление, идентификация, оценка и прогнозирование связанных с ней угроз, рисков и вызовов;
б) обеспечение защиты критических информационных систем;
в) нейтрализация в киберпространстве действий, содержащих угрозу государственным интересам Грузии;
г) развитие возможностей ведомств, вовлеченных в процесс обеспечения кибербезопасности;
д) развитие институциональной координации и международного сотрудничества в процессе обеспечения кибербезопасности;
е) обеспечение безопасности систем электронного управления;
ж) повышение сознания общества в кибервопросах, формирование и развитие соответствующей образовательной базы;
з) обеспечение физической, технической и программной защиты электронных средств обращения с информацией, содержащей государственную тайну.
Статья 12. Правопорядок
Сфера правопорядка включает следующие направления:
а) упрочение верховенства закона;
б) разработка соответствующих механизмов для улучшения криминогенной обстановки;
в) борьба с транснациональной и организованной преступностью;
г) развитие возможностей правоохранительных структур;
д) развитие международного сотрудничества в правоохранительной и уголовной сферах.
Статья 13. Другие вопросы, связанные с политикой национальной безопасности
Помимо направлений, предусмотренных статьями 6–2 настоящего Закона, политика национальной безопасности включает также другие вопросы, непосредственно связанные с указанными направлениями.
Глава III
Порядок планирования и координации политики национальной безопасности
Статья 14. Организация планирования и координации политики национальной безопасности
1. Планирование политики национальной безопасности осуществляется посредством концептуальных и организационных документов национального и ведомственного уровней.
2. Планирование и координация политики национальной безопасности осуществляются с учетом направлений, указанных в главе II настоящего Закона.
Статья 15. Концептуальные документы национального уровня
1. Видами концептуальных документов национального уровня являются:
а) Концепция национальной безопасности;
б) Документ оценки угроз Грузии;
в) национальные стратегии в сфере безопасности.
2. Концепция национальной безопасности является основополагающим документом, который содержит толкование национальных ценностей и интересов, формирует видение безопасного развития страны, определяет стоящие перед государством угрозы, риски и вызовы и устанавливает основные направления политики национальной безопасности. Концепции национальной безопасности должны соответствовать все документы по планированию политики национальной безопасности национального и ведомственного уровней. Концепцию национальной безопасности разрабатывает и представляет Парламенту Грузии Правительство Грузии. Ее постановлением утверждает Парламент Грузии.
3. Документ оценки угроз Грузии отражает представляющие существенную опасность для национальной безопасности военные, внешнеполитические, внутриполитические, транснациональные, социально-экономические, вызванные природным и человеческим факторами угрозы и вызовы. Документ, предусмотренный настоящим пунктом, утверждает Правительство Грузии.
4. Для целей настоящего Закона Национальная стратегия в сфере безопасности является документом, разработанным для достижения намеченных государством целей, который создается в предусмотренных статьями 6-3 этого же Закона конкретных сферах или (и) конкретных направлениях политики национальной безопасности и содержит описание проблем в указанных сферах или (и) направлениях и путей их разрешения. Национальная стратегия в сфере безопасности, за исключением Стратегии национальной обороны Грузии, имеет расписанный во времени план действий, определяющий время, средства и ответственные ведомства для выполнения конкретных задач. Национальные стратегии в сфере безопасности утверждает Правительство Грузии, а в случае, прямо определенном законодательным актом, исходя из интересов обеспечения конфиденциальности, высокой степени засекреченности указанных документов и ограничения доступа к ним национальные стратегии в сфере безопасности в порядке, установленном настоящим Законом, утверждает Премьер-министр Грузии.
5. Органам исполнительной власти Грузии и государственным уполномоченным для достижения целей и решения задач, намеченных планом действий Национальной стратегии в сфере безопасности, поручается разработка ведомственных планов действий в порядке, установленном законодательством Грузии. Ведомственными планами действий определяются механизмы исполнения обязательств, возложенных на органы исполнительной власти Грузии и государственных уполномоченных планом действий Национальной стратегии в сфере безопасности.
6. Муниципалитеты для достижения целей и задач, намеченных в плане действий Национальной стратегии в сфере безопасности, разрабатывают ведомственные планы действий в пределах полномочий, делегированных им органом государственной власти в порядке, установленном законом. Разработка ведомственных планов действий в пределах собственных полномочий носит рекомендательный характер.
Закон Грузии №2609 от 27 июня 2018 года – веб-страница, 06.07.2018 г.
Закон Грузии №3456 от 20 сентября 2018 года – веб-страница, 09.10.2018 г.
Закон Грузии №3580 от 31 октября 2018 года – веб-страница, 21.11.2018 г.
Закон Грузии №4087 от 22 декабря 2018 года – веб-страница, 28.12.2018 г.
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №6917 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.
Закон Грузии №1725 от 7 сентября 2022 года – веб-страница, 21.09.2022 г.
Статья 151. Пересмотр или (и) обновление Концепции национальной безопасности
1. Концепция национальной безопасности подвергается пересмотру раз в каждые 5 лет, а обновлению подлежит с учетом результатов пересмотра, по мере необходимости.
2. Концепция национальной безопасности, за исключением случая, предусмотренного пунктом первым настоящей статьи, подлежит пересмотру и обновлению в любое время, при существенном изменении среды безопасности страны.
3. Концепция национальной безопасности подлежит пересмотру в порядке, установленном пунктом 2 статьи 19 настоящего Закона, а обновлению – в порядке, установленном пунктом 2 статьи 15 и пунктом 2 статьи 19 настоящего Закона.
Закон Грузии №978 от 2 ноября 2021 года – веб-страница, 05.11.2021 г .
Статья 16. Документы ведомственного уровня
1. Планирование политики национальной безопасности на ведомственном уровне осуществляется при помощи концептуальных и организационных документов, разрабатываемых соответствующими ведомствами.
2. Видами концептуальных документов ведомственного уровня являются:
а) ведомственная концепция;
б) ведомственная стратегия;
в) доктрина;
г) программа.
3. Виды организационных документов ведомственного уровня определяются соответствующими правовыми актами органов исполнительной власти Грузии, органов муниципалитета и государственных уполномоченных.
4. Сфера регулирования концептуальных и организационных документов ведомственного уровня по планированию политики государственной обороны и порядок их утверждения определяются Кодексом об бороне.
Закон Грузии №3456 от 20 сентября 2018 года – веб-страница, 09.10.2018 г.
Закон Грузии №3580 от 31 октября 2018 года – веб-страница, 21.11.2018 г.
Закон Грузии №6917 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.
Закон Грузии №3505 от 21 сентября 2023 года – веб-страница, 12.10.2023 г.
Статья 17. Концептуальные документы ведомственного уровня
1. Концептуальные документы ведомственного уровня создаются для достижения целей и решения задач, предусмотренных концептуальными документами национального уровня, и утверждаются соответствующими правовыми актами органов исполнительной власти Грузии, органов муниципалитета и государственных уполномоченных.
2. Для целей настоящего Закона:
а) ведомственная концепция является декларированием соответствующим ведомством взглядов на сферы или (и) направления, предусмотренные статьями 7–13 настоящего Закона, его ценностей, подходов, идей, намерений и общих принципов, применимых к соответствующим обстоятельствам и требованиям. К ведомственной концепции относится также видение руководителя соответствующего ведомства, касающееся целей, задач, специфики деятельности и развития данного ведомства;
б) ведомственная стратегия является документом, разрабатываемым соответствующим ведомством в пределах собственных полномочий, для достижения целей и задач, предусмотренных концептуальными документами национального уровня, в котором детально описываются проблемы в конкретной сфере или (и) направлении политики национальной безопасности, идентифицированные в концептуальных документах национального уровня, и пути их разрешения. Ведомственная стратегия имеет расписанный во времени план действий, определяющий время, средства и ответственные структурные единицы для выполнения конкретных задач;
в) доктрина является документом о сферах или (и) направлениях, предусмотренных статьями 7–13 настоящего Закона, который разрабатывается ведомством в соответствии с декларированными на национальном уровне важнейшими принципами и устанавливает порядок эффективного использования имеющихся в данном ведомстве ресурсов для выполнения конкретной задачи (задач);
г) программа определяет специальные мероприятия, подлежащие осуществлению исходя из сфер или (и) направлений, предусмотренных статьями 7-13 настоящего Закона, и средства их осуществления. Программа не устанавливает планов осуществления указанных мероприятий.
3. Муниципалитеты разрабатывают концептуальные документы ведомственного уровня в пределах полномочий, делегированных им органом государственной власти в порядке, установленном законом. Разработка концептуальных документов ведомственного уровня в пределах собственных полномочий носит рекомендательный характер.
Закон Грузии №3456 от 20 сентября 2018 года – веб-страница, 09.10.2018 г.
Закон Грузии №3580 от 31 октября 2018 года – веб-страница, 21.11.2018 г.
Закон Грузии №6917 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.
Статья 18. Организационные документы ведомственного уровня
1. Организационные документы ведомственного уровня утверждаются/принимаются соответствующими правовыми актами органов исполнительной власти Грузии, органов муниципалитета и государственных уполномоченных, которые издаются/принимаются для достижения целей и решения задач, предусмотренных концептуальными документами национального и ведомственного уровней.
2. Муниципалитеты разрабатывают организационные документы ведомственного уровня в пределах полномочий, делегированных им органом государственной власти в порядке, установленном законом. Разработка организационных документов ведомственного уровня в пределах собственных полномочий носит рекомендательный характер.
Закон Грузии №3456 от 20 сентября 2018 года – веб-страница, 09.10.2018 г.
Закон Грузии №6917 от 15 июля 2020 года – веб-страница, 28.07.2020 г.
Статья 19. Процесс планирования, координации политики национальной безопасности и ведомства, координирующие ее планирование, Национальная ситуационная комната
1. Процесс планирования и координации политики национальной безопасности осуществляется в соответствии с принципом единого правительственного подхода.
2. Для разработки, пересмотра и обновления концептуальных документов национального уровня создаются постоянно действующие или временные межведомственные комиссии или (и) рабочие группы, структура, полномочия и порядок деятельности которых определяются соответствующим постановлением правительства Грузии.
3. Ведомством, координирующим планирование политики национальной безопасности, является Правительство Грузии, полномочия которого определяются Конституцией Грузии, Законом Грузии «О структуре, полномочиях и порядке деятельности Правительства Грузии», настоящим Законом, другими законодательными и подзаконными актами Грузии.
31. Национальная ситуационная комната – это пункт, оснащенный соответствующими техническими и технологическими средствами, активируемый во время кризисной ситуации, содержащей угрозу национальным интересам, в котором ведется оперативный прием/обработка сведений (в том числе – видео- и аудиосигналов) с места инцидента и из других возможных источников информации и с которого Премьер-министр Грузии осуществляет управление указанной ситуацией на политическом уровне.
4. (искл. – 31.10.2018, №3580)
5. (искл. – 07.12.2017, №1622)
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Закон Грузии №3580 от 31 октября 2018 года – веб-страница, 21.11.2018 г.
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №978 от 2 ноября 2021 года – веб-страница, 05.11.2021 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Глава III 1 (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 191. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 192. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №978 от 2 ноября 2021 года – веб-страница, 05.11.2021 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 193. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №2122 от 29 ноября 2022 года – веб-страница, 06.12.2022 г.
Закон Грузии №763 от 26 июня 2025 года – веб-страница, 27.06.2025 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 194. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 195. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 196. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №978 от 2 ноября 2021 года – веб-страница, 05.11.2021 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Статья 197. (искл.)
Закон Грузии №4397 от 2 апреля 2019 года – веб-страница, 08.04.2019 г.
Закон Грузии №800 от 26 июня 2025 года – веб-страница, 30.06.2025 г.
Глава IV (искл.)
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 20. (искл.)
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 21. (искл.)
Закон Грузии №3962 от 8 июля 2015 года – веб-страница, 15.07.2015 г.
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 22. (искл.)
Закон Грузии №3962 от 8 июля 2015 года – веб-страница, 15.07.2015 г.
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 23. (искл.)
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 24. (искл.)
Закон Грузии №4354 от 27 октября 2015 года – веб-страница, 11.11.2015 г.
Закон Грузии №133 от 21 декабря 2016 года – веб-страница, 28.12.2016 г.
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 25. (искл.)
Закон Грузии №4354 от 27 октября 2015 года – веб-страница, 11.11.2015 г.
Закон Грузии №133 от 21 декабря 2016 года – веб-страница, 28.12.2016 г.
Закон Грузии №1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Статья 26. (искл.)
Закон Грузии№1622 от 7 декабря 2017 года – веб-страница, 14.12.2017 г.
Глава V
Переходные и заключительные положения
Статья 27. Переходные положения
1. Аппарату Совета государственной безопасности и управления кризисами в 2-месячный срок после введения настоящего Закона в действие обеспечить разработку и представление Правительству Грузии на утверждение порядка и условий отбора, специальной проверки, приема на службу служащих Аппарата Совета государственной безопасности и управления кризисами, присвоения им воинских званий и прохождения ими службы.
2. Правительству Грузии в 4-месячный срок после введения настоящего Закона в действие утвердить порядок и условия отбора, специальной проверки, приема на службу служащих Аппарата Совета государственной безопасности и управления кризисами, присвоения им воинских званий и прохождения ими службы.
Статья 28. Заключительные положения
1. С введением в действие настоящего Закона считать утратившим силу постановление Правительства Грузии «О создании Совета государственной безопасности и управления кризисами и утверждении положения о нем» от 6 января 2014 года № 38.
2. Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.
Президент Грузии Георгий Маргвелашвили
Кутаиси,
4 марта 2015 г.
№ 3126- II ს
Вернуться назад
Комментарии к документу