Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
- Оригинал
- ●
- Английский
- ●
- Русский
- ●
- Параллельно Английский
- ●
- Параллельно Русский
- ●
- Параллельно Английский - Русский
Консолидированная версия (Окончательный вариант)
|
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ ლიცენზიის გამცემს და სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, გარდა მინდობით აღზრდისა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებისა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონისა, აგრეთვე ისეთი დაწესებულებისა, რომელშიც ბავშვი იმყოფება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3108 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №370 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3856 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პერსონალი – აღმზრდელი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში; ბ) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევებისა და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებულ ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობა; გ) ლიცენზიის მაძიებელი − სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი; დ) ლიცენზიის მფლობელი − პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება; ე) ფილიალი − ლიცენზიის მფლობელის მიერ ადმინისტრირებადი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტი; ვ) ლიცენზიის გამცემი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) შესაბამისი სამსახური, რომელიც გასცემს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3108 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5020 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5920 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების სპეციალური წესი 1. სამინისტრო შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიას და რაოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შერჩევის წესსა და პირობებს. 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, სხვა ტერიტორიაზე და სხვა რაოდენობის სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება. 3. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში სამინისტროს/სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის დაშვება მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ლეგიტიმური უფლებამოსილების განხორციელებას. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ლიცენზიის გამცემი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამინისტროს შესაბამისი სამსახური. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.
მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები ლიცენზიის მაძიებელმა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) სააღმზრდელო პროგრამა. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს; ბ) ინფორმაცია პერსონალის რაოდენობის, პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე პერსონალის ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ ინფორმაციას უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს; გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს; დ) იმ შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა.
მუხლი 6. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისათვის/ლიცენზიის მაძიებლისათვის 1. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა ჰქონდეს ფართობი. ამ ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფართობის იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში მისი ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ეს ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს: ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს); ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს; ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს); ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები; გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროების შესაბამისი საძინებელი ინვენტარი; დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროულად კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი; ე) უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის; ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს. 2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. 3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 7. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა 1. ლიცენზიის გამცემი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად. 2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემისას ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე გაზარდოს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი. 3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ლიცენზიის გამცემის უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სააღმზრდელო საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს. ფილიალს სააღმზრდელო საქმიანობის განსახორციელებლად ცალკე ლიცენზია არ სჭირდება, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არ აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
მუხლი 8. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება 1. ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები. 2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ. 3. ლიცენზიის გამცემი ადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. 4. სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება. 2. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულად ჩაითვალონ ის სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია მიღებული აქვთ „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) შესაბამისად. 3. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ. 4. იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46 2 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა. 5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72). 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1230 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. |
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5361-IIს |
Law of Georgia on Licensing of Alternative Care Services
Article 1 – Scope of the Law
1. In accordance with the Law of Georgia on Licences and Permits, this Law regulates relationships related to granting licences for the provision of alternative care services and determines the licensing authority and additional licence conditions for alternative care services.
2. This Law shall apply to the alternative care service providers, irrespective of their organisational and legal form, except for foster care, inpatient care facilities, boarding schools established by the Ministry of Education, Science and Youth of Georgia, and the institutions where a child may be placed for not more than 3 months a year.
Law of Georgia No 3108 of 5 July 2018 – website, 11.7.2018
Law of Georgia No 370 of 16 March 2021 – website, 18.3.2021
Law of Georgia No 3856 of 30 November 2023 – website, 15.12.2023
Article 2 – Definition of terms
The terms used in this Law shall have the following meanings:
a) staff – caregivers, as well as persons who are directly involved in the process of provision of alternative care services;
b) alternative care services – services that, in accordance with the legislation of Georgia, are related to the institutional care for the cognitive, emotional, physical and intellectual development of a child and the provision of 24-hour services, and aim to form personal, moral and intellectual skills, and adaptive behaviour of a child, as well as to carry out activities in the area of child support regulated by the Code on the Rights of a Child;
c) licence applicant – an entity striving to obtain a licence for providing alternative care services;
d) licence holder – an entity, to which the right to provide alternative care services has been granted with an administrative act;
e) branch – an independently operating alternative care service provider administered by a licence holder;
f) licence issuer – a relevant office of the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia (‘the Ministry’) that issues licences for the provision of alternative care services.
Law of Georgia No 3108 of 5 July 2018 – website, 11.7.2018
Law of Georgia No 5020 of 20 September 2019 – website, 27.9.2019
Law of Georgia No 5920 of 21 May 2020 – website, 25.5.2020
Article 3 – Special procedure for the provision of alternative care services
1. The Ministry shall determine, with an appropriate legal act, the territory and volume of provision of alternative care services and, if necessary, the procedure and conditions for the selection of alternative care service providers.
2. It shall be prohibited to provide alternative care services in other territories and volumes in violation of paragraph 1 of this article.
3. An alternative care service provider is obliged to give access to the representative of the Ministry/relevant office of the Ministry in the area of supervision of alternative care services to the territory where it provides alternative care services, and to facilitate the exercise of the legitimate powers granted to such representative by the legislation of Georgia.
4. Failure to fulfil the obligation determined by this article shall result in the liability as provided for by the legislation of Georgia.
Article 4 – Licence issuer
Licences for the provision of alternative care services shall be issued by the relevant office of the Ministry. The rights and obligations of a licence issuer shall be determined by the Law of Georgia on Licences and Permits and this Law.
Article 5 – Documents to be submitted for obtaining a licence for the provision of alternative care services
In order to obtain a licence for the provision of alternative care services, a licence applicant shall submit to a licence issuer, in addition to the documents determined by Article 9 of the Law of Georgia on Licences and Permits, the following documents:
a) an alternative care programme, which must comply with the additional licence conditions for alternative care services determined by Article 6 of this Law;
b) information on the number of staff, the documents certifying qualifications of the staff, and the main and supplementary employment undertaken by the staff. The information submitted by a licence applicant must be accompanied by the agreements concluded by the licence applicant in accordance with the legislation of Georgia on condition of obtaining a licence for the provision of respective services. The information submitted by a licence applicant must comply with the additional licence conditions for alternative care services determined by Article 6 of this Law;
c) information on the logistic conditions, which must comply with the additional licence conditions for alternative care services determined by Article 6 of this Law;
d) a plan of the buildings and premises according to floors, where the alternative care services will be provided.
Article 6 – Additional licence conditions for alternative care services for licence holders/licence applicants
1. A licence holder/licence applicant shall meet the following conditions:
a) it shall have the premises. The right to possess and use the premises for at least 6 years shall be certified according to the procedure established by the legislation of Georgia. In the case of lease/rent, the right to possess and use the premises shall be certified by an extract from the Public Registry. Depending on the number of beneficiaries, the premises shall include:
a.a) a bedroom(s);
a.b) a kitchen/diner;
a.c) a toilet(s), a shower(s) and a wash-stand(s);
b) it shall be quipped with the items designated for pedagogical, educational, informational and cognitive activities suitable for the age of the beneficiaries;
c) it shall have the bedroom inventory suitable for the needs of the beneficiaries;
d) it shall have the dining area and appropriate individual inventory sufficient for providing meals to all the beneficiaries simultaneously;
e) it shall provide the conditions for independent spatial orientation and movement for the beneficiaries with special needs;
f) the premises shall meet child care standards.
2. The premises where alternative care services are to be provided shall meet the sanitary and hygiene requirements established by the legislation of Georgia.
3. A licence holder is obliged to submit to a licence issuer the statistical data on the provision of alternative care services according to the procedure established by the licence issuer.
Article 7 – Granting a licence for the provision of alternative care services
1. A licence issuer shall make a decision to grant a licence for the provision of alternative care services in accordance with the public administrative proceedings determined by Chapter IX of the General Administrative Code of Georgia, the Law of Georgia on Licences and Permits and this Law.
2. When granting a licence determined by this Law, a licence issuer shall be authorised to extend the timeframe for administrative proceedings to up to three months, if, in order to establish circumstances of significant importance to the case, a period longer than the period determined for administrative proceedings is required.
3. A refusal by a licence issuer to grant a licence for the provision of alternative care services may be appealed by a licence applicant according to the procedure established by the legislation of Georgia.
4. A licence holder shall be authorised to provide alternative care services through its branch. A branch does not need an individual licence to provide alternative care services, although a licence holder is obliged to notify a licence issuer in advance whether the branch meets the licence conditions or not in order to provide the alternative care services. Before a branch starts the provision of alternative care services, a licence issuer is obliged to inspect whether the branch meets the licence conditions or not. If the inspection reveals that the branch fails to meet the licence conditions established by this Law, a licence issuer shall have the right to determine a reasonable period for a licence holder to comply with the licence conditions. In that case, the branch may not provide alternative care services until it meets the licence conditions.
Article 8 – On-site verification of compliance with licence conditions
1. In order to verify the compliance of a licence applicant/licence holder with the licence conditions, a licence issuer as well as other administrative body, upon the request of the licence issuer, are authorised to inspect on site the compliance of the licence applicant/licence holder with the licence conditions.
2. A licence issuer shall be authorised to inspect a licence holder if there is substantiated information that the licence holder violates the licence conditions established by the Law of Georgia on Licences and Permits and this Law.
3. A licence issuer shall draw up a relevant administrative offence report.
4. The violation of the licence conditions shall result in the liability as provided for by the legislation of Georgia.
Article 9 – Transitional and final provisions
1. The Ministry shall adopt appropriate subordinate acts in relation to the entry into force of this Law.
2. The alternative care service providers, which were granted the licence under the Law of Georgia of 10 March 2005 on Licensing of Alternative Care Services (Legislative Herald of Georgia, No 11, 29.3.2005, Art. 72), shall be considered licensed under this Law.
3. The institutions licensed to carry out primary vocational education activities, shall be considered licensed to carry out apprenticeship training programmes.
4. The liability determined by Article 462 of the Administrative Offences Code of Georgia shall not apply, before 1 September 2018, to the alternative care service providers that are not licensed to provide alternative care services.
5. The Law of Georgia of 10 March 2005 on Licensing of Alternative Care Services (Legislative Herald of Georgia, No 11, 29.3.2005, Art. 72) shall be declared invalid upon the entry into force of this Law.
6. This Law shall enter into force on the 15th day after its promulgation.
Law of Georgia No 1230 of 26 July 2017 – website, 28.7.2017
President of Georgia Giorgi Margvelashvili
Kutaisi,
8 June 2016
No 5361-II ს
Вернуться назад
Комментарии к документу