Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
Первоначальный вид (06/03/2025 - 10/12/2025)
|
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს კანონი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს. 2. ამ კანონის მიზანია გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის ხელშეწყობა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიოლოგიური ნიმუში − ადამიანის (ფიზიკური პირის) ან გვამის ქსოვილის ან ორგანოს ნაწილი ან/და ორგანიზმის გამონაყოფი/სითხე, რომლის უჯრედები შეიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება − საექსპერტო ტექნოლოგიით ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა; გ) გენეტიკური პროფილი − დნმ-ის გენეტიკური ანალიზის შედეგად მიღებული და კომპიუტერულად დამუშავებული უნიკალური, მუდმივი მონაცემი, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა; დ) დნმ-ის მონაცემთა ბაზა − მონაცემთა ბაზა, რომელიც იქმნება ბიუროში და რომელშიც ინახება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი; ე) ბიურო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; ვ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუხლი 3. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები 1. სავალდებულოა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. 2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გენეტიკური პროფილის გარდა, რეგისტრირდება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ადამიანისგან (ფიზიკური პირისგან), გვამისგან, სხვა მატერიალური საგნიდან ან შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილი. 3. დასაშვებია ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია მისივე თანხმობით. ამ პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას და მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრას უზრუნველყოფს სამინისტრო ან ბიურო. აღნიშნული პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადა და მისი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან წაშლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 4. ბიოლოგიური ნიმუშის აღება 1. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს: ა) ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელს; ბ) სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი არის ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი, აგრეთვე ბიუროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული პირი, რომელიც დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უწყებაში. 3. გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიურ ნიმუშს აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს ან ბიუროს. 4. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას. 5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საგამოძიებო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონით დადგენილი წესით ბრალდებულის გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროში ან ბიუროში გამოცხადების შესახებ ინფორმაციის ბრალდებულისთვის მიწოდებას. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან პირის მიერ მის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმს, რომელშიც აღინიშნება: ა) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი; გ) ბიოლოგიური ნიმუშის ამღები უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ე) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ განცხადებული თანხმობა/უარი ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე; ვ) ოქმის შესადგენად აუცილებელი სხვა რეკვიზიტები. მუხლი 5. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება 1. თუ აღებული ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ან/და თუ ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა შეუძლებელია, ბიოლოგიური ნიმუში ამ კანონით დადგენილი წესით განმეორებით აიღება. 2. თუ პირის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, მისგან ბიოლოგიური ნიმუში განმეორებით არ აიღება. მუხლი 6. დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითადი წესები 1. გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. 2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახული გენეტიკური პროფილის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში შეიტანება. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღების თავიდან აცილების მიზნით ეს საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია საგამოძიებო ორგანოების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის. 3. გენეტიკური პროფილი სხვა ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე, თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. 4. დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის მიზნით დასაშვებია სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. 5. ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესი მტკიცდება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 7. ბიოლოგიური ნიმუშის განადგურებისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და წაშლის წესები 1. ბიოლოგიური ნიმუში ნადგურდება გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიოლოგიური ნიმუში აღებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებაა. ამ მტკიცებულების შენახვის/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 2. გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: ა) მსჯავრდებულისა: ა.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით; ა.ბ) მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 50 წლით; ა.გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ა.დ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში − 75 წლით; ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა: ბ.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ბ.ბ) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 10 წლით; ბ.გ) განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით. 3. ბრალდებულის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდება და მისი მსჯავრდების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით ინახება. 4. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ხოლო იმავე მუხლით განსაზღვრული სხვა საფუძვლით გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში გენეტიკური პროფილი ინახება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კატეგორიას. 5. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება იმავე პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე. 6. პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი ინახება ამ პირის გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ გენეტიკური პროფილის შენახვისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვადა გასული არ არის. მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 1. ბიუროს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე. 2. ბიურომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. 3. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრა. სამინისტრო აღნიშნულ წესს საქართველოს მთავრობას ბიუროსთან შეთანხმებით წარუდგენს. 4. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივნისისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი სამინისტროსთვის ან ბიუროსთვის გადაცემა. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის, აგრეთვე მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულება 2025 წლის 1 ივნისამდე დაიწყო. მუხლი 9. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 4 მარტი 2025 წ. N336-IIმს-XIმპ |
Закон Грузии
О базе данных ДНК
Статья 1. Сфера регулирования и цель Закона
1. Настоящий Закон определяет основы и условия создания и функционирования базы данных ДНК.
2. Целью настоящего Закона является содействие превенции преступности, раскрытию и расследованию преступлений, а также идентификации пропавших лиц путем сохранения генетического профиля в базе данных ДНК.
Статья 2. Разъяснение терминов
Термины, используемые в настоящем Законе, имеют следующие значения:
а) биологический образец – часть ткани или органа человека (физического лица) или трупа, или (и) выделения/жидкости из организма, клетки которых содержат дезоксирибонуклеиновую кислоту (ДНК);
б) профилирование биологического образца – определение генетического профиля на основе биологического образца посредством экспертной технологии;
в) генетический профиль – уникальные постоянные данные, полученные в результате генетического анализа ДНК и обработанные с помощью компьютера, которые дают возможность идентифицировать лицо;
г) база данных ДНК – база данных, созданная в Бюро, в которой хранятся генетические профили, определенные в соответствии с настоящим Законом;
д) Бюро – юридическое лицо публичного права – Национальное бюро судебной экспертизы имени Левана Самхараули;
е) Министерство – Министерство внутренних дел Грузии.
Статья 3. Лица, подлежащие профилированию биологических образцов
1. Профилирование биологических образцов обвиняемых/осужденных является обязательным в целях регистрации генетических профилей в базе данных ДНК.
2. В базе данных ДНК, помимо генетических профилей, предусмотренных пунктом первым настоящей статьи, регистрируются также генетические профили, определенные на основе биологических образцов, взятых у человека (физического лица), трупа, с иного материального предмета или с места происшествия при расследовании уголовного дела в порядке, установленном законодательством Грузии.
3. Допускается регистрация генетического профиля любого лица в базе данных ДНК с его согласия. Взятие биологического образца у данного лица и определение его генетического профиля обеспечивает Министерство или Бюро. Срок хранения генетического профиля указанного лица в базе данных ДНК и порядок его удаления из базы данных ДНК определяются постановлением Правительства Грузии.
Статья 4. Взятие биологического образца
1. Полномочием на взятие биологического образца обладают:
а) уполномоченный сотрудник Бюро;
б) уполномоченный сотрудник Министерства;
в) уполномоченный сотрудник государственного подведомственного учреждения, входящего в систему Министерства юстиции Грузии, – Специальной пенитенциарной службы (далее – Специальная пенитенциарная служба).
2. Уполномоченным сотрудником, предусмотренным пунктом первым настоящей статьи, являются эксперт, работающий в Бюро/Министерстве, а также лицо, прошедшее переподготовку в Бюро или юридическом лице публичного права – Академии Министерства внутренних дел Грузии, служащее в ведомстве, предусмотренном пунктом первым настоящей статьи.
3. Специальная пенитенциарная служба в целях определения генетического профиля и регистрации в базе данных ДНК не позднее следующего рабочего дня после взятия биологического образца направляет его в Министерство или Бюро.
4. В целях взятия биологического образца у осужденного, определения его генетического профиля и его регистрации в базе данных ДНК юридические лица публичного права, действующие в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное агентство превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации и Национальное исполнительное бюро в пределах своей компетенции обеспечивают содействие представлению осужденного в Министерство или Бюро в порядке, установленном Правительством Грузии.
5. При расследовании уголовного дела следственный орган в пределах своей компетенции обеспечивает предоставление обвиняемому информации о его явке в Министерство или Бюро с целью определения генетического профиля обвиняемого и его регистрации в базе данных ДНК в порядке, установленном настоящим Законом.
6. Уполномоченный сотрудник, предусмотренный пунктом первым настоящей статьи, составляет протокол о взятии у лица биологического образца или об отказе лица от его взятия, в котором указываются:
а) данные о лице, подлежащем профилированию биологического образца (имя, фамилия, дата рождения, личный номер);
б) дата взятия биологического образца;
в) имя, фамилия и должность сотрудника, уполномоченного на взятие биологического образца;
г) номер уголовного дела (в случае наличия);
д) заявленное лицом, подлежащим профилированию биологического образца, согласие на взятие биологического образца/отказ от него;
е) иные реквизиты, необходимые для составления протокола.
Статья 5. Повторное взятие биологического образца
1. Если взятого биологического образца недостаточно для определения генетического профиля или (и) если на основе биологического образца невозможно определить генетический профиль, биологический образец берется повторно в порядке, установленном настоящим Законом.
2. Если генетический профиль лица зарегистрирован в базе данных ДНК, у него биологический образец повторно не берется.
Статья 6. Основные правила обработки базы данных ДНК
1. Бюро и уполномоченная структурная единица Министерства обеспечивают определение генетического профиля и его регистрацию в базе данных ДНК.
2. Информация о генетическом профиле, хранящаяся в базе данных ДНК, вносится в информационную базу Министерства. В целях избежания повторного взятия биологического образца указанная информационная база доступна для уполномоченных сотрудников следственных органов, Специальной пенитенциарной службы и юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии – Национального агентства превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации.
3. Генетический профиль передается другой стране или международной организации в соответствии с требованиями Закона Грузии «О защите персональных данных», на основании международного договора Грузии, индивидуального соглашения или на условиях взаимности Грузии, если имеется ходатайство компетентного органа об оказании юридической помощи.
4. В целях превенции, раскрытия и расследования преступлений, а также идентификации пропавшего лица допускается истребование генетического профиля, обработанного государственным ведомством другого государства, и его регистрация в базе данных ДНК.
5. Порядок взятия и уничтожения биологического образца, профилирования биологического образца, обработки и обмена генетического профиля (в том числе, исчисление срока хранения генетического профиля в базе данных ДНК) утверждается, а также другие организационно-технические вопросы, необходимые для исполнения настоящего Закона, определяются постановлением Правительства Грузии.
Статья 7. Правила уничтожения биологического образца, хранения и удаления генетического профиля
1. Биологический образец уничтожается сразу после определения генетического профиля, за исключением случаев, когда биологический образец взят в результате проведения следственного или иного процессуального действия и является доказательством по уголовному делу. Решение о хранении/уничтожении этого доказательства принимается в соответствии с Уголовно-процессуальным кодексом Грузии.
2. Генетические профили хранятся в течение следующих сроков:
а) осужденного:
а.а) в случае совершения особо тяжкого преступления – 75 лет;
а.б) в случае совершения тяжкого преступления – 50 лет;
а.в) в случае совершения менее тяжкого преступления – 30 лет;
а.г) в случае рецидива преступлений – 75 лет;
б) несовершеннолетнего осужденного:
б.а) в случае совершения особо тяжкого преступления – 30 лет;
б.б) в случае совершения тяжкого или менее тяжкого преступления – 10 лет;
б.в) в случае повторного совершения умышленного преступления – 75 лет.
3. Генетический профиль обвиняемого регистрируется в базе данных ДНК и в случае его осуждения хранится в течение срока, определенного пунктом 2 настоящей статьи.
4. В случае вынесения в отношении лица оправдательного приговора либо в случае, предусмотренном подпунктами «а»–«г» части первой статьи 105 Уголовно-процессуального кодекса Грузии, генетический профиль лица удаляется из базы данных ДНК сразу после вступления в законную силу окончательного решения по уголовному делу, а в случае прекращения расследования или (и) неначала уголовного преследования либо прекращения начатого уголовного преследования по иным основаниям, определенным той же статьей, генетический профиль хранится в течение срока, соответствующего категории преступления, предусмотренной пунктом 2 настоящей статьи.
5. В случае, предусмотренном пунктом 2 статьи 3 настоящего Закона, генетический профиль хранится в базе данных ДНК в течение 10 лет после вступления в законную силу окончательного решения по уголовному делу. По истечении этого срока указанный генетический профиль удаляется из базы данных ДНК на основании требования соответствующего лица, определенного тем же пунктом.
6. В случае смерти лица его генетический профиль хранится в течение 10 лет после смерти указанного лица, если не истек срок, определенный настоящим Законом для хранения генетического профиля.
Статья 8. Переходные положения
1. Генетический профиль, определенный Бюро до введения настоящего Закона в действие, хранится в базе данных ДНК в течение 10 лет после введения настоящего Закона в действие. По истечении указанного срока генетический профиль удаляется из базы данных ДНК на основании требования соответствующего лица.
2. До 1 июня 2025 года Бюро обеспечивает осуществление организационно- технических мероприятий, необходимых для создания базы данных ДНК.
3. Правительству Грузии по представлению Министерства до 1 июня 2025 года постановлением Правительства Грузии обеспечить утверждение Порядка взятия и уничтожения биологического образца, профилирования биологического образца, обработки и обмена генетического профиля (в том числе, исчисления срока хранения генетического профиля в базе данных ДНК), а также определение иных организационно-технических вопросов, необходимых для исполнения настоящего Закона. Министерство представляет указанный Порядок Правительству Грузии по согласованию с Бюро.
4. Специальной пенитенциарной службе до 1 января 2027 года обеспечить взятие биологических образцов у обвиняемых и осужденных, находящихся в пенитенциарном учреждении до 1 июня 2025 года, и передачу в Министерство или Бюро в целях определения и регистрации генетических профилей в базе данных ДНК.
5. Действие настоящего Закона не распространяется на осужденного, в отношении которого до 1 июня 2025 года начато исполнение правового акта, подлежащего исполнению наказания, не связанного с заключением под стражу, или пробации, предусмотренного статьей 2 Закона Грузии «О превенции преступлений, порядке исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации», а также исполнение наложенного на него штрафа.
Статья 9. Введение Закона в действие
1. Настоящий Закон, за исключением статей первой–7 настоящего Закона, ввести в действие по опубликовании.
2. Статьи первую–7 настоящего Закона ввести в действие с 1 июня 2025 года.
Президент Грузии Михаил Кавелашвили
Тбилиси
4 марта 2025 г.
№ 336-IIтс-пХIс
ри
Вернуться назад
Комментарии к документу