О ВИЧ-инфекции/СПИДе

Консолидированная версия (01/05/2015 - 28/05/2015)

საქართველოს კანონი

აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს, ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის, მათზე ზრუნვის საკითხებს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) აივ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;

) აივ ინფექცია ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;

) შიდსი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი;

) აივ სტატუსი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადასტურებული მონაცემი ფიზიკური პირის აივ-ით ინფიცირების შესახებ;

) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას: აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას;

) სამედიცინო დაწესებულება იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას;

) ზიანის შემცირება მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ქცევით, სპეციფიკური სოციალური ან სამედიცინო მანიპულაციით ან არახელსაყრელი გარემოთი გამოწვეული ზიანის შემცირებას;

) ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა მოკლევადიანი ანტირეტროვირუსული მკურნალობა, რომელიც ამცირებს პოტენციური ექსპოზიციის შემდეგ აივ-ით ინფიცირების ალბათობას;

) ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება ინფორმაციის მიწოდების, მხარდაჭერის და ტესტირების ნებაყოფლობითი პროცესი, რომლის მიზანია, პირს მისცეს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება აივ ტესტირებაზე, და დაეხმაროს მას ტესტირების შედეგების ინტერპრეტაციაში.

    მუხლი 4. აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების კოორდინაცია

1. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის უზრუნველსაყოფად იქმნება ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო ( შემდგომში საბჭო).

2. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და დებულებით.

4. საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციათა ( დაწესებულებათა) შეთანხმებულ მოქმედებებს, განახორციელოს მათი საქმიანობის მონიტორინგი, გამოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოიძიოს შესაბამისი რესურსები საქართველოში აივ ინფექცია/ შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება აივ ინფექცია/ შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღოს აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, უზრუნველყოს ქვეყანაში აივ ინფექცია/ შიდსის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინიციატივების/საკითხების სამთავრობო დონეზე განხილვა და გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობა.

    მუხლი 5. სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია/შიდსის სფეროში

აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:

) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

) სამედიცინო მომსახურებაზე აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა უფლების დაცვა;

) ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე, როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული;

) ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/ და ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, აივ ინფექცია/ შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;

) აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;

) ფიზიკურ პირთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება აივ ინფექცია/ შიდსთან მიმართებით;

) აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება;

) აივ ინფექცია/ შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება/ ხელშეწყობა, სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით;

) მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში უნივერსალური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის მეშვეობით;

) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში;

[ კ) პენიტენციურ დაწესებულებაში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მხარდაჭერის/ხელშეწყობის და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა;  ( ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან )]

) დედიდან ნაყოფზე/ახალშობილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ორსულთათვის, ორსულთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, კონფიდენციალურობის დაცვით;

) აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3617 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.326
საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3554  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 6. ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე

1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელ მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად.

2. ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.

3. აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა:

) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის;

) ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის;

) ქსოვილების დონორთათვის;

) კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის.

4. სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში, თუ მშობლის აივ სტატუსი უცნობია, იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ინფიცირებულობის შესახებ.

5. აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი  7. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა , მკურნალობა , პროფილაქტიკა , მხარდაჭერა/ხელშეწყობა და მოვლა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის დროულობას და უწყვეტობას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

2. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, თავად აირჩიოს, ნებისმიერ დროს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, უარი განაცხადოს მკურნალობაზე ან/და შეწყვიტოს დაწყებული სამედიცინო მომსახურება.

3. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა, მხარდაჭერა/ ხელშეწყობა და მოვლა უნდა წარიმართოს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის ( გაიდლაინის) შესაბამისად.

    მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები

1. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.

2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა ტესტირება აივ ინფექციაზე, მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ პირი უარს არ აცხადებს ინფორმაციის მიღებაზე. პირისათვის ინფორმაციის არმიწოდების ან ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა.

4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და, მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება.

5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა.

6. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ, რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი.

7. აივ ინფიცირებულის/ შიდსით დაავადებულის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ ხელშეწყობას ან/ და მოვლას, ვალდებულია პირის მეუღლეს/ სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ, თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა.

    მუხლი 9. აივ ინფიცირებულთა /შიდსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ ხელშეწყობას ან/და მოვლას, ასევე ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია პირის აივ ინფიცირების/ შიდსით დაავადების შესახებ, ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დაიცვას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.

3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია:

) თუ აივ ინფიცირებულისაგან/შიდსით დაავადებულისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა;

) თუ არსებობს აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის წინასწარგანცხადებული წერილობითი თანხმობა მისი გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის შესახებ;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაცემა დასაშვებია, თუ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია.

5. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს პირი/პირები, რომელსაც/რომელთაც შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი აივ სტატუსის შესახებ.

    მუხლი 10. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა უფლებები

1. დაუშვებელია აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მიმართ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, თავისუფლებებისა და გარანტიების შეზღუდვა, რომლებიც ამ პუნქტში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პრინციპებიდან.

2. აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო დაუშვებელია, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. აღნიშნულ საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისაგან მიიღოს სრული ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის, სამედიცინო მომსახურების სახეების, საფასურის, თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

    მუხლი 11. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა პასუხისმგებლობა და მოვალეობა

1. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს სხვა პირისთვის შიდსის შეყრის საფრთხის შექმნისათვის და შიდსის გადაცემისათვის.

2. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული, რომლისთვისაც ცნობილია საკუთარი აივ დადებითი სტატუსი, ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს საკუთარი აივ ინფიცირების შესახებ.

    მუხლი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

) საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;

) აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა.

    მუხლი  13. ძალადაკარგულად ცნობილი აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 21 მარტის 683 კანონი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ ( საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 557).

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ნოემბერი.

2042 _ IIს

Закон Грузии

О ВИЧ-инфекции/СПИДе

 

Статья 1. Цели Закона и сфера его регулирования

1. Целями настоящего Закона являются обеспечение охраны здоровья физических лиц, государственной и общественной безопасности, а также выполнение требований в отношении ВИЧ-инфекции/СПИДа, предусмотренных международными договорами и соглашениями Грузии.

2. Настоящий Закон определяет основные принципы ответных мер по борьбе с ВИЧ-инфекцией/СПИДом в Грузии, тестирование физических лиц на ВИЧ-инфекцию, вопросы лечения и ухода за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом, вопросы, касающиеся заботы о них, а также права и обязанности ВИЧ-инфицированных/больных СПИДом и медицинских работников.

 

Статья 2. Законодательство Грузии о ВИЧ-инфекции/СПИДе

Законодательство Грузии о ВИЧ-инфекции/СПИДе состоит из: Конституции Грузии, международных договоров и соглашений Грузии, настоящего Закона, а также других законодательных и подзаконных нормативных актов.

 

Статья 3. Разъяснение терминов, используемых в Законе

В целях настоящего Закона термины, используемые в настоящем Законе, имеют следующее значение:

а) ВИЧ – вирус иммунодефицита человека;

б) ВИЧ-инфекция – инфекционное заболевание, вызванное вирусом иммунодефицита человека;

в) СПИД – синдром приобретенного иммунодефицита;

г) ВИЧ-статус – данные об инфицировании ВИЧ физического лица, подтвержденные результатами лабораторных исследований;

д) учреждения - поставщики услуг – юридические лица, осуществляющие медицинскую деятельность в порядке, установленном законодательством Грузии: диагностику, лечение, профилактику, поддержку (содействие) и уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом;

е) медицинские учреждения – юридические лица, оказывающие медицинские услуги в порядке, установленном законодательством Грузии;

ж) снижение вреда – подход, ставящий целью снижение вреда, вызванного индивидуальным поведением определенного типа, специфическими социальными или медицинскими манипуляциями либо неблагоприятной средой;

з) дальнейшая профилактика экспозиции – краткосрочное антиретровирусное лечение, снижающее вероятность инфицирования ВИЧ после потенциальной экспозиции;

и) добровольное консультирование и тестирование – добровольный процесс предоставления информации, поддержки и тестирования, предусматривающий возможность лиц принимать решение в связи с тестированием на ВИЧ и оказание им помощи в интерпретации результатов тестирования.

 

Статья 4. Координация ответных мер по борьбе с ВИЧ-инфекцией/СПИДом

1. В целях обеспечения реализации мер, связанных с превенцией и контролем за распространением ВИЧ-инфекции/СПИДа в Грузии, а также координированной межведомственной работы создается Единый государственный координационный совет (далее – Совет).

2. Состав и порядок деятельности Совета определяются Положением, утверждаемым Правительством Грузии.

3. Совет в своей деятельности руководствуется Конституцией Грузии, международными договорами и соглашениями Грузии, законами Грузии, подзаконными нормативными актами и Положением.

4. Совет в пределах своей компетенции правомочен: координировать согласованные действия государственных, местных, общественных и других организаций (учреждений), осуществлять мониторинг за их деятельностью, запрашивать документацию, необходимую для работы, изыскивать соответствующие ресурсы в целях принятия мер по превенции и контролю за распространением ВИЧ-инфекции/СПИДа в Грузии, оперативно реагировать в связи с вопросами, касающимися ВИЧ-инфекции/СПИДа, участвовать в разработке законодательства о ВИЧ-инфекции/СПИДе, подготавливать соответствующие рекомендации и содействовать расширению международного сотрудничества, обеспечивать рассмотрение на правительственном уровне инициатив (вопросов), связанных с ответными мерами по борьбе с ВИЧ-инфекцией/СПИДом в стране, оказывать помощь в принятии и осуществлении соответствующих решений.

 

Статья 5. Государственная политика в сфере ВИЧ-инфекции/СПИДа

Принципами государственной политики в сфере ВИЧ-инфекции/СПИДа являются:

а) разработка и осуществление государственных программ по превенции и лечению ВИЧ-инфекции/СПИДа;

б) защита прав ВИЧ-инфицированных/больных СПИДом при оказании медицинских услуг;

в) информирование физических лиц относительно добровольного тестирования на ВИЧ-инфекцию, а также об исключениях, предусмотренных законодательством Грузии, когда законодательство допускает обязательное тестирование;

г) информирование физических лиц через средства массовой информации или (и) индивидуально, по требованию, о превенции, диагностике, лечении, профилактикеВИЧ-инфекции/СПИДа, поддержке (содействии) и уходе за ВИЧ-инфицированными/ больными СПИДом, в том числе – о формах оказания помощи, предусмотренной государственными программами, и возможности ее получения;

д) универсальная доступность сервисов, обеспечивающих добровольное консультирование и тестирование на ВИЧ-инфекцию, а также превенция, диагностика, лечение, профилактика ВИЧ-инфекции/СПИДа, поддержка (содействие) и уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом;

е) защита прав, чести и достоинства физических лиц, а равно предотвращение их дискриминации в отношении ВИЧ-инфекции/ СПИДа;

ж) утверждение общепризнанных профессиональных и этических стандартов в сфере ВИЧ-инфекции/СПИДа;

з) формирование и внедрение единой системы мониторинга и оценки ответных мер по борьбе с ВИЧ-инфекцией/СПИДом, усиление (содействие) национальной системы эпидемиологического надзора за распространением ВИЧ-инфекции/СПИДа, контроль качества медицинской помощи и лечебных средств в отношении ВИЧ-инфекции/СПИДа;

и) обеспечение безопасности населения посредством осуществления надзора за соблюдением правил и норм универсальной безопасности в сфере ВИЧ-инфекции/СПИДа;

к) содействие превенции, диагностике, лечению, профилактике ВИЧ-инфекции/СПИДа, поддержке (оказанию помощи) и уходу заВИЧ-инфицированными/больными СПИДом, а также снижению вреда ВИЧ-инфекции/СПИДа в учреждениях содержания под стражей или лишения свободы. (24.09.2010N3617)

к) содействие превенции, диагностике, лечению, профилактике ВИЧ-инфекции/СПИДа, поддержке (оказанию помощи) и уходу заВИЧ-инфицированными/больными СПИДом, а также снижению вреда, связанного с ВИЧ-инфекцией/СПИДом, в пенитенциарных учреждениях; (ввести в действие с 1 июля 2015 года)

л) разработка государственной политики в сфере профилактики передачи ВИЧ-инфекции от матери к плоду (новорожденному) и содействие ее осуществлению, доступность сервисов, обеспечивающих добровольное консультирование по вопросам ВИЧ-инфекции, для беременных, добровольное консультирование и тестирование беременных на основании их информированного согласия с соблюдением конфиденциальности;

м) внедрение мероприятий по дальнейшей профилактике экспозиции в отношении ВИЧ-инфекции.

 

Статья 6. Тестирование физических лиц на ВИЧ-инфекцию

1. Граждане Грузии, а также постоянно или временно проживающие либо пребывающие на территории Грузии любые лица, иностранцы и лица без гражданства вправе пройти добровольное консультирование и тестирование на ВИЧ-инфекцию, в том силе – анонимно и конфиденциально.

2. Тестирование физических лиц на ВИЧ-инфекцию проводится после получения их добровольного информированного согласия.

3. Тестирование на ВИЧ-инфекцию обязательно для:

а) доноров крови и компонентов крови;

б) доноров органов и частей органов;

в) доноров тканей;

г) доноров яйцеклетки и спермы.

4. Медицинские учреждения правомочны тестировать на ВИЧ-инфекцию новорожденных без согласия их родителей в случае, если неизвестен ВИЧ-статус их родителей, а также при отказе родителей от прохождения тестирования и наличии обоснованного подозрения на их инфицированность.

5. Другие случаи обязательного тестирования на ВИЧ-инфекцию определяются законодательством Грузии.

 

Статья 7. Диагностика, лечение, профилактика, поддержка (содействие) и уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом

1. Государство обеспечивает своевременность и непрерывность диагностики, лечения, профилактики, поддержки (содействия) и ухода заВИЧ-инфицированными/больными СПИДом в пределах обязательств, предусмотренных государственными программами, в соответствии с признанными в стране профессиональными стандартами.

2. ВИЧ-инфицированные/больные СПИДом вправе самостоятельно выбрать, в любое время заменить поставщика медицинских услуг, отказаться от лечения или (и) прекратить начатое медицинское обслуживание.

3. Диагностика, лечение, профилактика, поддержка (содействие) и уход заВИЧ-инфицированными/больными СПИДом осуществляются в соответствии с национальными рекомендациями клинической практики (гайдлайн).

 

Статья 8. Обязательства учреждений - поставщиков услуг и их персонала

1. Учреждения поставщики услуг осуществляют диагностику, лечение, профилактику, поддержку (содействие) и уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом.

2. Учреждения поставщики услуг обязаны предоставлять лицам, прошедшим тестирование на ВИЧ-инфекцию в установленном порядке, полную информацию о состоянии их здоровья в случае, если лицо не отказывается от получения информации. Вопрос о непредоставлении лицам указанной информации или об ограничении ее объема регулируется законодательством Грузии.

3. Учреждения поставщики услуг обязаны вместе с диагнозом предоставлять лицам информацию о мерах по обеспечению превенции распространения ВИЧ-инфекции/СПИДа, обязательных для безопасности окружающих, за нарушение которых законодательством Грузии установлена соответствующая ответственность.

4. Учреждения поставщики услуг обязаны предлагать лицам пройти тестирование на ВИЧ-инфекцию и при наличии их информированного согласия обеспечивать их консультирование до и после прохождения ими указанного теста.

5. Учреждения поставщики услуг, осуществляющие диагностику, лечение, профилактику, поддержку (содействие) или (и) уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом, обязаны вести учет в порядке, установленном законодательством Грузии.

6. Учреждения поставщики услуг, осуществляющие диагностику, лечение, профилактику, поддержку (содействие) или (и) уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом, обязаны потребовать от ВИЧ-инфицированных/больных СПИДомпредоставления информации о лице (лицах), с которым (которыми) у них были контакты, сопряженные с риском, с эпидемиологической точки зрения.

7. В случае невыполнения ВИЧ-инфицированными/больными СПИДом требования, установленного пунктом 2 статьи 11 настоящего Закона, учреждения поставщики услуг, осуществляющие диагностику, лечение, профилактику, поддержку (содействие) или (и) уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом, обязаны в порядке, установленном законодательством Грузии, предоставлять их супругам (половым партнерам) информацию о положительном ВИЧ-статусе указанных лиц, если установлены личности их супругов (половых партнеров).

 

Статья 9. Конфиденциальность информации о ВИЧ-инфицированных/больных СПИДом

1. Учреждения поставщики услуг, осуществляющие диагностику, лечение, профилактику, поддержку (содействие) или (и) уход за ВИЧ-инфицированными/больными СПИДом, а также любые юридические и физические лица, имеющие информацию об инфицировании лица ВИЧ/заболевании СПИДом, обязаны соблюдать конфиденциальность информации в порядке, установленном законодательством Грузии.

2. Учреждения поставщики услуг обязаны соблюдать конфиденциальность имеющейся у них информации о ВИЧ-инфицированных/больных СПИДом как при жизни ВИЧ-инфицированных/больных СПИДом, так и после их смерти.

3. Разглашение учреждениями поставщиками услуг конфиденциальной информации о ВИЧ-инфицированных/больных СПИДом допускается:

а) в случае получения информированного согласия ВИЧ-инфицированных/больных СПИДом;

б) при наличии предварительного письменного согласия ВИЧ-инфицированных/больных СПИДом на выдачу информации в случае их смерти;

в) в других случаях, предусмотренных законодательством Грузии.

4. Предоставление информации о ВИЧ-инфицированных/больных СПИДом в учебных или научных целях допускается в случае, если при использовании указанной информации данные представлены таким образом, что невозможна идентификация лица.

5. ВИЧ-инфицированные/больные СПИДом вправе самостоятельно определить лицо (лиц), которому (которым) может быть предоставлена информация об ихВИЧ-статусе.

 

Статья 10. Права ВИЧ-инфицированных/больных СПИДом

1. Не допускается ограничение гражданских, политических, социальных, экономических, культурных прав и свобод ВИЧ-инфицированных/больных СПИДом только на основании их положительного ВИЧ-статуса, кроме случаев, предусмотренных законодательством Грузии. Не допускается ограничение общепризнанных прав человека, свобод и гарантий, не упомянутых в данном пункте, но сами по себе вытекающих из принципов Конституции Грузии, международных договоров и соглашений Грузии, в отношении ВИЧ-инфицированных/больных СПИДом.

2. Не допускается увольнение с работы ВИЧ-инфицированных/больных СПИДом или отказ в их принятии на работу только по причине положительного ВИЧ-статуса, кроме видов деятельности, при осуществлении которых существует высокий риск инфицирования лиц, находящихся в контакте с ВИЧ-инфицированными. Список указанных видов деятельности утверждает Министерство труда, здравоохранения и социальной защиты Грузии.

3. ВИЧ-инфицированные/больные СПИДом вправе получать от поставщика медицинских услуг полную информацию о возможности пользования медицинскими услугами, видах медицинских услуг, плате за медицинские услуги, сопровождающих их рисках и возможной эффективности, а также о личности и профессиональном опыте поставщика медицинских услуг.

 

Статья 11. Ответственность и обязанности ВИЧ-инфицированных/больных СПИДом

1. ВИЧ-инфицированный/больной СПИДом ответствен за поставление в опасность заражения СПИДом либо заражение СПИДом другого лица в порядке, установленном законодательством Грузии.

2. ВИЧ-инфицированный/больной СПИДом, которому стало известно о собственном положительном ВИЧ-статусе, обязан в установленном порядке известить об этом супруга (супругу)/полового партнера.

 

Статья 12. Мероприятия, подлежащие проведению в связи с введением Закона в действие

1. В течение 6 месяцев после введения настоящего Закона в действие Министру труда, здравоохранения и социальной защиты Грузии разработать и утвердить соответствующие правовые акты, необходимые для введения настоящего Закона в действие.

2. В течение 6 месяцев после введения настоящего Закона в действие Правительству Грузии обеспечить:

а) разработку и утверждение Положения о Едином государственном координационном совете по реализации мер, связанных с превенцией и контролем за распространением ВИЧ-инфекции/СПИДа в Грузии, и координированной межведомственной работе;

б) формирование и внедрение единой системы мониторинга и оценки ответных мер по борьбе с ВИЧ-инфекцией/СПИДом.

 

Статья 13. Акт, признанный утратившим силу

По введении настоящего Закона в действие признать утратившим силу Закон Грузии от 21 марта 1995 года № 683 «О профилактике инфицирования человека вирусом иммунодефицита/СПИД» (Ведомости Парламента Грузии №№ 23-26, 1994-1995, ст. 557).

 

Статья 14. Введение Закона в действие

Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.

 

 

Президент Грузии                                                                                                                                        Михаил Саакашвили

Тбилиси

17 ноября 2009 года

№ 2042-IIс