„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ.N378-IIს) შედეგად, კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს 65 წლის და მეტი ასაკიდან პენსიასთან ერთად მიეცემათ კომპენსაცია. ზემოხსენებული მუხლი ეწინააღმდეგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის ( პენსია ან კომპენსაცია) მიღების უფლება, მისივე არჩევით. მართალია, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულერებლად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები), მაგრამ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტთან. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით, გარდა ამავე, კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა".
მუხლი 8-ში მე-6 პუქნტის ეს წინადადება ამოვარდნილია კონტექსტიდან და მნიშვნელოვანია განიმარტოს სასამართლოს მხრიდან: ,,საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით". ეს ნორმა მიემართება თუ არა ამავე პუნქტის პირველ წინადადებას.