თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1202-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.102908
1202-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 16/12/2025
120000000.05.001.102908
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 73-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 178-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 ნაწილი:

„20. 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირს, რომელიც ამ სამსახურს სრულად დაასრულებს, სამინისტროს ასიგნებებიდან შეიძლება დაუფინანსდეს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთ − ბაკალავრიატის, მაგისტრატურის/რეზიდენტურის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური არაუმეტეს 2 250 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე), რომელიც სემესტრების მიხედვით გადანაწილდება (წელიწადში ორჯერ გადაიხდება).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1202-IVმს-XIმპ