საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2013-2015 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულ იქნა „საქართველოში დემოკრატიული მმართველობის პროგრამის“ (შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფინანსური მხარდაჭერით.
სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესს ფასილიტირება გაუწია მოწვეულმა ექსპერტმა, ბატონმა ივანე თავაძემ („პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი“).
ხედვა:საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესის მაღალი დინამიურობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ყველა მონაწილე მაღალი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდეს.
ამასთანავე, საჯარო სამსახური ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებზე და ამისათვის საჯარო დაწესებულებებში უნდა განვითარდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ისეთი კულტურა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ერთი მხრივ, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა და მეორე მხრივ, გამჭვირვალე ფუნქციონირება.
მისია:სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგება:
- კანონშემოქმედებით პროცესში დამასრულებელი ეტაპის განხორციელება (რეგისტრაცია, გამოქვეყნება, კოდიფიკაცია) და ქართული ნორმატიული აქტების სრული ბაზის შედგენა და განახლება. ამ მიმართულების წარმატებით განსახორციელებლად საკანონმდებლო მაცნეს ძალისხმევა მიმართულია, ერთი მხრივ, ნორმატული აქტების საქმისწარმოების სისტემის დასახვეწად და, მეორე მხრივ, შიდა ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლებისკენ;
- საზოგადოებისთვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2013-2015 წლების სტრატეგიული გეგმა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2014 წლის სტრატეგიული გეგმა