დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1631-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290000000.05.001.103094 |
1631-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
290000000.05.001.103094
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 28 მაისი 2026 წ. N1631-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები