დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1627-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.103095 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) 31 პუნქტის: ა.ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებზე;“; ა.ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“−„ხ“ ქვეპუნქტები: „წ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა; ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოსაპოვებლად მომსახურების შესყიდვაზე; ხ) საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრებისა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე.“; ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორი შეირჩევა ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის, 161 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომ – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური გადაღება და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით გათვალისწინებული სხვა, ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამუშაოს ღირებულებას;“; ბ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი: „თ2) ეკონომიკური ოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდებას, მომსახურების გაწევას ან სამუშაოს შესრულებას სთავაზობს. ამასთანავე, ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება იყოს ამ პუნქტის „ი1“, „კ“ ან „კ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;“; გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) ქვეკონტრაქტორი – პირი, რომელსაც ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი (მიმწოდებელი) ამ კანონით დადგენილი წესით შესასრულებლად გადასცემს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს;“; დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც ამ სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების უფლების მოსაპოვებლად არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში − შავ სიაში შეტანიდან 2 წლის განმავლობაში არ აქვთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების უფლება. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ეკრძალება აგრეთვე იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი, ასევე იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს იგივე თანამდებობა უკავია ან/და ეს პირი ფლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წილს. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“; ე) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ2) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, აგრეთვე მისი გაცემისა და წარდგენის წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით;“; ვ) „ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს1) გამარტივებული შესყიდვა – სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე: ს1.ა) 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების ანდა 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ს1.ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ს1.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მათ სისტემებში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უსაფრთხოებასთან ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში − 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ს1.დ) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის) საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“; ზ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ და „ფ2“ ქვეპუნქტები: „ფ1) ჩარჩოშეთანხმება – ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია ამ შეთანხმების ფარგლებში დასადები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობების დადგენა, კერძოდ, შესყიდვის ობიექტის მოსალოდნელ ფასთან და საჭიროების შემთხვევაში − რაოდენობასთან დაკავშირებით; ფ2) ელექტრონული კატალოგი – წინადადების წარდგენის საშუალება, რომლითაც უზრუნველყოფილია პრეტენდენტის მიერ წინადადების სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი წესით წარდგენა;“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს ეკონომიკური ოპერატორი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება) ან/და ჩარჩოშეთანხმება;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განახორციელოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ამავდროულად, ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი ნასამართლევია ერთ-ერთი შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: ბ1.ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, კომერციული მოსყიდვა; ბ1.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); ბ1.გ) გადასახადისთვის თავის არიდება; ბ1.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით (ტერორიზმი) გათვალისწინებული დანაშაული; ბ1.ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; ბ1.ვ) სხვა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამ პუნქტის „ბ1.ა“−„ბ1.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არ არის;“; ა.გ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“; ა.დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების მოქმედება, თუ ეკონომიკური ოპერატორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ2) ამ კანონის 101 მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის შემთხვევისა;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქონლის მიწოდებისთანავე, მომსახურების გაწევისთანავე, სამუშაოს შესრულებისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებელს საქონლის, მომსახურების, სამუშაოს ღირებულება, თუ ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“; ბ.გ) „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ2) ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეაჩეროს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა;“; გ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის განხორციელების დეტალური წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორის შერჩევას;“; ბ) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ ეკონომიკური ოპერატორი არის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. დაუშვებელია, ეკონომიკურმა ოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად. 4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება ეკონომიკური ოპერატორის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.“. 5. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) შესყიდვის განხორციელებისას სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროება;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით/ჩარჩოშეთანხმებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით/ჩარჩოშეთანხმებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისთვის;“. 6. 101 მუხლის 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „34. თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შექმნილ შესაბამის მოდულში.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი: „მუხლი 103. სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით გამოაცხადოს სახელმწიფო შესყიდვა სისტემაში რეგისტრირებული იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ მუხლით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება დასაშვებია, თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი ნორმალურ პირობებში სხვა ეკონომიკურ ოპერატორს კონკურენციას ვერ გაუწევს. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სფეროში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოაცხადოს სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იმავე პუნქტითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირობებს. 3. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტული მოცულობა, რომლის ფარგლებშიც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება. ამ მოცულობის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესასყიდი ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების 1%-ს. 4. ეკონომიკურ ოპერატორს აქვს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის უფლება, თუ იგი საქმიანობას ამავე მუხლის თანახმად მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სფეროში ახორციელებს.“. 8. 121 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური ოპერატორი;“. 9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ 1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის. ეს მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. აღნიშნული მოთხოვნები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და ეკონომიკურ ოპერატორთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. 2. თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუკი ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა შეასრულოს/შეასრულონ: ა) ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული. 3. ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცენტულ მაჩვენებელს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებს ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკური ოპერატორის შერჩევასა და შეფასებას ახორციელებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 5. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილებას, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება. 6. ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს. 7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებების შესრულება მხოლოდ ძირითად ეკონომიკურ ოპერატორს (მიმწოდებელს) მოსთხოვოს, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა დასაბუთდეს. 8. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ, რომლის წარდგენაც სავალდებულოა. 9. ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი, მათ შორის, შესრულებული ვალდებულების შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 10. 151 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას/ჩარჩოშეთანხმებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.“. 11. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება 1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეწყვეტით გამოწვეული ზიანისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ სათანადო ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების მოქმედების გაგრძელება. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება შეიძლება დაიდოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. 4. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის განხორციელების ან მის მიერ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. თუ დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ხელშეკრულებასთან/ჩარჩოშეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 12. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, გამართოს მოლაპარაკება ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველსა და ეკონომიკურ ოპერატორთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 13. 206 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, თუკი ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი ნასამართლევია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენისთვის, რაც უნდა დასაბუთდეს.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი: „თავი III2 სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები მუხლი 208. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები 1. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები. 2. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტებია: ა) ჩარჩოშეთანხმება; ბ) ელექტრონული კატალოგი. 3. შესყიდვის (გარდა ცენტრალიზებული შესყიდვისა) სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელების დეტალური წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესყიდვის სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელების დეტალური წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 209. ჩარჩოშეთანხმება 1. ჩარჩოშეთანხმება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი რაოდენობა ან/და მიწოდების კონკრეტული ვადა წინასწარ ცნობილი/განსაზღვრული არ არის. ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ჩარჩოშეთანხმების პირობებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს და ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორს/ოპერატორებს შორის. 2. ჩარჩოშეთანხმების მოქმედების ვადა 4 წელს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული, ჩარჩოშეთანხმების საგნიდან გამომდინარე შემთხვევისა. 3. თუ ჩარჩოშეთანხმება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, ხელშეკრულება იდება ჩარჩოშეთანხმების პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ეკონომიკურ ოპერატორს მის წინადადებაში დამატებითი პირობის გათვალისწინების თხოვნით. დაუშვებელია ისეთი დამატებითი პირობის გათვალისწინება, რომელიც ჩარჩოშეთანხმების პირობების არსებით ცვლილებას იწვევს. 4. თუ ჩარჩოშეთანხმება რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, ხელშეკრულება იდება: ა) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვის გარეშე, თუკი ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოს შესრულების ყველა პირობას და მიმწოდებლის შერჩევის ობიექტურ წესებს. ეს წესები გათვალისწინებული უნდა იყოს ჩარჩოშეთანხმებით; ბ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვით, თუკი ჩარჩოშეთანხმება არ ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოს შესრულების ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის ობიექტურ წესებს; გ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის ნაწილობრივ გამართვით, თუკი ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიდგომებს. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა ჩარჩოშეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არჩევანი, თუ რომელი საქონელი, მომსახურება ან/და სამუშაო იქნება შესყიდული კონკურენტული პროცესის გამართვით ან მისი გამართვის გარეშე, ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრულ ობიექტურ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. ჩარჩოშეთანხმებით გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე პირობები, რომლებითაც შეიძლება კონკურენტული პროცესი გაიმართოს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით მიმართავს ეკონომიკურ ოპერატორებს; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორებს განუსაზღვრავს წინადადებების წარდგენის გონივრულ ვადას ხელშეკრულების საგნის სირთულისა და წინადადებების წარსადგენად აუცილებელი ვადის გათვალისწინებით; გ) ეკონომიკური ოპერატორები წინადადებებს წერილობით წარადგენენ და ეს წინადადებები მათი წარდგენის ვადის ამოწურვამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; დ) ხელშეკრულება იდება საუკეთესო წინადადების მქონე ეკონომიკურ ოპერატორთან, რომელიც ჩარჩოშეთანხმებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდება. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად არ შეისყიდოს ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი, თუ ეს გათვალისწინებულია ჩარჩოშეთანხმების პირობებით. 7. ჩარჩოშეთანხმების ან მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესი. მუხლი 2010. ელექტრონული კატალოგი 1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით ან/და ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით განხორციელებისას შეიძლება მოთხოვნილ იქნეს წინადადების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას მის შესავსებად შეიძლება სხვა დოკუმენტები დაერთოს. 2. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობისთვის პრეტენდენტი ელექტრონულ კატალოგს ადგენს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმისა და სპეციფიკაციების შესაბამისად. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადება/წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 3. წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენისთვის: ა) ამის შესახებ ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში; ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, ფორმა და სპეციფიკაციები, რომლებსაც ელექტრონული კატალოგი უნდა შეესაბამებოდეს) ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში. 4. თუ ჩარჩოშეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდო, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის განახლებული ელექტრონული კატალოგების საფუძველზე გამართვა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი: ა) პრეტენდენტები მოწვეული იქნებიან ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული, განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად; ბ) პრეტენდენტებს ეცნობებათ, რომ წარდგენილი ელექტრონული კატალოგებიდან შეგროვდება ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული წინადადებების შესადგენად საჭირო ინფორმაცია. ასეთი შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, თუ ეს გათვალისწინებულია ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტებს ეცნობებათ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების დღე და საათი. ამასთანავე, მათ უნდა მიეცეთ ინფორმაციის შეგროვებაზე უარის თქმის უფლება. აღნიშნულისთვის განისაზღვრება გონივრული ვადა. ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტებს წარედგინებათ შეგროვებული ინფორმაცია და ეძლევათ საშუალება, დაადასტურონ, რომ ამგვარად შედგენილი წინადადებები არსებით შეცდომებს არ შეიცავს, ან გააპროტესტონ წინადადებებში არსებითი შეცდომების არსებობა.“. 15. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები და მათი გადასინჯვის წესი“. 16. 21-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები და მათი გადასინჯვის წესი“; ბ) 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“; გ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ჩარჩოშეთანხმება იდება წერილობით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, ხოლო ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში – ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.“; დ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის ობიექტია ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“; ე) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც წარდგენილი აქვს ამ კანონით გათვალისწინებული ერთიანი გარანტია, უფლებამოსილია არ წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ერთიანი გარანტია გამოიყენება.“; ვ) მე-4−51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 5. ეკონომიკურ ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობების შეცვლა: ა) დაუშვებელია, თუ ამ პირობების შეცვლის შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) დასაშვებია, თუ ეს პირობები იცვლება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად. 51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 17. 211 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეკონომიკური ოპერატორის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები მხოლოდ ხელშეკრულებასთან/ჩარჩოშეთანხმებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენოს.“. 18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი: „მუხლი 212. ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორი შეცვალოს ან/და ქვეკონტრაქტორი დაამატოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ხელშეკრულების დადების შემდეგ ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი შეიცვლება ან/და დაემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გასცემს წერილობით თანხმობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და დამატება დაუშვებელია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ქვეკონტრაქტორი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ქვეკონტრაქტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ქვეკონტრაქტორის შეცვლის შემთხვევაში შეთავაზებულ ქვეკონტრაქტორს არ აქვს ისეთი კვალიფიკაცია, როგორსაც მიმწოდებელი დაეყრდნო. 4. ამ მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლები არ უნდა არსებობდეს. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლას ან/და ქვეკონტრაქტორის დამატებას ითანხმებს ან უარყოფს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“. 19. 22-ე მუხლის: ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 20 დღის ვადაში წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წარუდგენს.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულებების/ჩარჩოშეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, აგრეთვე მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 20. 237 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია;“; გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე;“; დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება უკვე დადებულია;“; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა) შეჩერებას.“. 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 243 მუხლი: „მუხლი 243. ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი წესი 2026 წლის 1 დეკემბრამდე: ა) მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა: ა.ა) დაუშვებელია, თუ ამ პირობების შეცვლის შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) დასაშვებია, თუ ეს პირობები იცვლება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ მუხლში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა) ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული, ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება 2026 წლის 1 ივნისამდე; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღეში; გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებთან, მე-3 პუნქტის „ა.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებთან, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-8, მე-9, მე-13 და მე-18 პუნქტებთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე; დ) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან, მე-2 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან, მე-3 პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან, მე-5, მე-6, მე-10−მე-12, მე-14 და მე-15 პუნქტებთან, მე-16 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტებთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2026 წლის 1 დეკემბრამდე. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით შესყიდვის (გარდა ცენტრალიზებული შესყიდვისა) განხორციელების დეტალური წესის შემუშავება და გამოცემა 2026 წლის 1 დეკემბრამდე; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-2−21-ე პუნქტებთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ვადების გათვალისწინებით; გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ამ კანონსა და მის შესაბამისად მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2−21-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-16 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. 5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-8, მე-9, მე-13 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 6. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5, მე-6, მე-10−მე-12, მე-14 და მე-15 პუნქტები, მე-16 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან.
|
თბილისი, 28 მაისი 2026 წ. N1627-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები