„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1628-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.103103
1628-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
360050000.05.001.103103
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) რიონის აღკვეთილი.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 44 387 ჰექტარი, მათ შორის, ხმელეთისა – 29 229 ჰექტარი, ხოლო საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიისა – 15 158 ჰექტარი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ტერიტორიული ზღვის სამხრეთი რაიონის აკვატორიის გეოგრაფიული კოორდინატებია:

X

Y

X

Y

X

Y

X

Y

1

707445.8

4685227

7

716035.0

4683994

13

716971.0

4676726

19

715376.0

4684665

2

710260.0

4685407

8

716250.0

4683880

14

717210.0

4675342

20

712492.0

4675681

3

713677.0

4685395

9

716506.5

4683983

15

715727.0

4675140

21

713166.2

4675724

4

713960.0

4685130

10

716837.4

4683882

16

714453.0

4675784

 

 

 

5

714371.0

4685216

11

717104.0

4683755

17

707064.0

4675311

 

 

 

6

715961.0

4684345

12

717230.0

4683683

18

708511.0

4680982

 

 

 

                                                                                                                                  “.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:

„მუხლი 91. რიონის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

რიონის აღკვეთილი მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მისი საერთო ფართობია 554 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

X

Y

X

Y

X

Y

X

Y

1

279857

4666552

22

282107

4669709

43

285760

4669188

64

283265

4670250

2

280513

4666539

23

282117

4669826

44

285820

4669005

65

282805

4669984

3

280604

4666771

24

282088

4669953

45

285976

4668865

66

282610

4669553

4

280651

4666785

25

282296

4670007

46

285968

4668757

67

282717

4669351

5

280329

4667582

26

282454

4670465

47

286028

4668706

68

282684

4668864

6

280062

4668752

27

282812

4670626

48

285876

4668622

69

282581

4668328

7

280138

4668908

28

283237

4670746

49

285685

4668914

70

282263

4668241

8

280578

4668974

29

283681

4670653

50

285677

4668875

71

281521

4668094

9

280811

4669130

30

283780

4670734

51

285613

4668876

72

281519

4668181

10

280866

4669104

31

284819

4670763

52

285545

4668987

73

281491

4668180

11

280927

4669214

32

285142

4670866

53

285462

4669411

74

281471

4668347

12

281384

4669115

33

285495

4670839

54

285569

4669895

75

281287

4668472

13

281599

4669056

34

285922

4670961

55

285537

4670021

76

281040

4668633

14

282348

4668149

35

286133

4671003

56

285536

4670083

77

280611

4668552

15

281781

4668792

36

286298

4670741

57

285300

4670175

78

280456

4668288

16

281861

4668776

37

286234

4670474

58

285090

4670039

79

280561

4667613

17

281990

4669445

38

285859

4670328

59

284936

4670038

80

280937

4666803

18

281911

4669482

39

285802

4669942

60

284787

4670156

81

280861

4666512

19

281905

4669541

40

285720

4669501

61

284331

4670016

82

280374

4666312

20

282029

4669708

41

285753

4669292

62

284032

4670110

 

 

 

21

279857

4666276

42

285886

4670424

63

283774

4670174

 

 

 

 

მუხლი 92. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მდებარეობს ზღვის აკვატორიაში. მისი საერთო ფართობია 593 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

X

Y

X

Y

1

715376.0

4684665

3

713166.2

4675724

2

712492.0

4675681

4

715961.0

4684345

                                                                                                                                  “.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებულია თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების შესაბამისად, კვლევების ჩატარების მიზნით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 მუხლები:

„მუხლი 251. რიონის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

რიონის აღკვეთილში ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

მუხლი 25 2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა

1. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ:

ა) სამეცნიერო კვლევა;

ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის  სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ დაცვის რეჟიმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

ვ)  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება კვლევების ჩატარების მიზნით;

ზ) 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით.

2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მცურავი საშუალებებით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

6. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილისა და რიონის აღკვეთილის მართვა ხორციელდება ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია ქონებრივი უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

მუხლი 3   

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 9მუხლისა, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 251 მუხლისა, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 9მუხლი, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 251 მუხლი, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1628-Vმს-XIმპ