„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016535
29
18/08/2026
ვებგვერდი, 19/08/2026
010250050.35.127.016535
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2026 წლის 18 აგვისტო

ქ. ზესტაფონი

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016522) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 2
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №16 დადგენილების დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ზესტაფონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ზესტაფონი);

ბ) შორაპნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა შორაპანი);

გ) ძირულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ძირულის თემი (სოფლები: ძირულა, დიდი განთიადი, პატარა განთიადი, აჭარა, ვაშპარიანი, ლელაძისეული, ღვერკი, ქვედა წევა, ზედა წევა));

დ) პირველი სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი პირველი სვირი);

ე) მეორე სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – მეორე სვირის თემი (სოფლები: მეორე სვირი, სადგური სვირი));

ვ) კვალითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კვალითის თემი (სოფლები: ქვედა კვალითი, შუა კვალითი));

ზ) ცხრაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ცხრაწყაროს თემი (სოფლები: ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, ზედა კვალითი));

თ) კლდეეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კლდეეთის თემი (სოფლები: ქვედა კლდეეთი, ზედა კლდეეთი, ტაბაკინი, კინოთი, ალავერდი, მწყერიციხე, თვრინი));

ი) ფუთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფუთი);

კ) ილმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ილმის თემი (სოფლები: ქვედა ილემი, ზედა ილემი, ვაჭევი));

ლ) როდინაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – როდინაულის თემი (სოფლები: როდინაული, სვეტმაღალი, ცხენთარო, აჯამეთი));

მ) სანახშირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სანახშირის თემი (სოფლები: სანახშირე, საღვინე, მარტოთუბანი, ზედა წიფლავაკე, ქვედა წიფლავაკე));

ნ) ზედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ზედა საქარის თემი (სოფლები: ზედა საქარა, ბეღლევი));

ო) ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქვედა საქარის თემი (სოფლები: ქვედა საქარა, ჭალატყე, არგვეთა));

პ) დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დილიკაურის თემი (სოფლები: დილიკაური, ქველეთუბანი));

ჟ) ბოსლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ბოსლევის თემი (სოფლები: გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი, მარჯვენა რკვია, მარცხენა რკვია, დიდწიფელა, ბეღლევი));

რ) ქვედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქვედა საზანოს თემი (სოფლები: ქვედა საზანო, ტყლაპი-ვაკე, შიმშილაქედი, სასახლე));

ს) ზოვრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზოვრეთი);

ტ) შროშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – შროშის თემი (სოფლები: შროშა, საწუმბო, ამსაისი, საწაბლე)).“.

3. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის საფუძველზე;

ბ) პირი მეოთხე რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე;

გ) მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

დ) მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, თუ:

დ.ა) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა;

დ.ბ) არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა;

ე) ამ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე.“.

5. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღების წესი

1. პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისთანვე ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განცხადების წარდგენისათვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.“.

6. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. მოხელის შეფასება

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს ყოველ 6 თვეში ერთხელ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.

2. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.

3. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:

ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;

ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;

დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

4. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.

5. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.

6. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.

7. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.

8. საჯარო დაწესებულება მოხელეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

9. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

10. მოხელის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში მას დაუკავდება ყოველი თვის თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე.“.

7. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მერიის და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

1. მერიის თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება;

გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

3. მერიის მოხელე, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 3¹ პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.

4. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

8. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, მერიის მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

9. 39-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“.

10. 40-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ შერგელაშვილი