დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1862/11-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.103249 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103215) პირველი მუხლის მე-3−მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1942 მუხლი: „მუხლი 1942. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რასაც შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის/შეთანხმების მფლობელი; ბ) შეუთანხმებელი მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან ამ შენობა-ნაგებობით ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლე − თუ მშენებლობის განმახორციელებელი პირი ვერ დგინდება; დ) შეუთანხმებელი მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო საქმიანობის განხორციელების/ნაგებობის განთავსების, სამშენებლო საქმიანობის შეჩერებასთან/შეწყვეტასთან ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებასთან/ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2201 მუხლი: „მუხლი 2201. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი (მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ), გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) და გასცეს სააღსრულებო ფურცელი; ბ) განიხილოს ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე) საქმე, სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი და გასცეს სააღსრულებო ფურცელი; გ) განიხილოს ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი და გასცეს სააღსრულებო ფურცელი; დ) გამოიყენოს სპეციალური აღჭურვილობა (მათ შორის, ვიდეოაუდიოჩაწერა), დასალუქი საშუალებები, სპეციალური უნიფორმა და ლოგო.“. 5. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 ნაწილი: „551. ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე) ოქმს ადგენს აღნიშნული ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირი.“. 6. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 ნაწილები: „9. ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება). აღნიშნულ დადგენილებაში, ამ კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს საბანკო რეკვიზიტები, რომლებითაც დაკისრებული თანხა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები. 10. ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე) საქმეზე აღნიშნული ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“. 7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2683 მუხლი: „მუხლი 2683. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი 1. ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა სათანადო დოკუმენტის ასლის მისთვის ადგილზე გადაცემისთანავე. აღნიშნული დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი უარს აცხადებს დოკუმენტის ასლის მიღებაზე (ხდება ასლის მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). იმავე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, სამართალდამრღვევს პირადად გადაეცემა ან საფოსტო გზავნილით ეგზავნება. სამართალდამრღვევისთვის დოკუმენტის პირადად გადაცემისას იგი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მისი ასლის მიღებაზე (ხდება ასლის მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). სამართალდამრღვევის მიერ საფოსტო გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დოკუმენტი საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. 2. ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული დადგენილების სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამართალდამრღვევი სამშენებლო ობიექტზე არ იმყოფება ან შესაბამისი დოკუმენტის გაცნობაზე უარს აცხადებს, მის გაცნობად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან მე-7 დღეს. 3. ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტის სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, პირადად ან ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის ჩაბარებით. დოკუმენტების სამართალდამრღვევისთვის პირადად გადაცემისას ისინი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მათი ასლების მიღებაზე (ხდება ასლების მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). სამართალდამრღვევის მიერ საფოსტო გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარებად მიიჩნევა მათი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. დოკუმენტები სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი.“. 8. 272-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ამ ორგანოს მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე) ან ამავე კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება (აქტი) − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამართალდამრღვევის გამოუცხადებლობა არ აფერხებს საჩივრის განხილვას. გასაჩივრება შესაბამისი გადაწყვეტილების (აქტის) მოქმედებას/აღსრულებას აჩერებს;“. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29011 მუხლი: „მუხლი 29011. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოსთვის სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამ კოდექსის 1942 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მიერ განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნულ ორგანოს ამ სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალმა შესაბამისმა ორგანომ სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
თბილისი, 16 სექტემბერი 2026 წ. N1862/11-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები