„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 11/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.08.002.004
  • Word
295
07/05/2007
სსმ, 65, 11/05/2007
300.380.000.08.002.004
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №295

2007 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულების (სსმ III, 2002 წ., №25, მუხ. 201) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2003 წლის 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის გაზის მიმწოდებელ კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20.1 მუხლის საფუძველზე და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 19.1 მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მყიდველი (სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“) შეიცვალოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციით“.

საქართველოს მთავრობამ დადგენილი წესით განსაზღვროს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის პროექტით გათვალისწინებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებებზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმომწერი უფლებამოსილი პირი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მ. სააკაშვილი