დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 29/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №326
2007 წლის 26 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №120, მუხ. 866) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდეგში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.“;
ბ) წესდების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა სამართალდაცვის სტრუქტურებისა და დაწესებულებებისათვის;“;
გ) წესდების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები