„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 23/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
669
23/08/2010
სსმ, 102, 23/08/2010
000000000.00.000.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 669

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

   „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) 2614 მუხლის „ნ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 2615 მუხლის „ს”, „ტ” და „უ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) 2616 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ბ.ა” ქვეპუნქტი:

“ბ.ა) კონტროლის უფროსი ინსპექტორი;”;

დ) 2616 მუხლის:

დ.ა) „ჯ.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ.ბ) ექიმი;”;

დ.ბ) „ჯ.გ”, „ჯ.დ”, „ჯ.ე” და „ჯ.ვ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.გ) „ჯ.თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) VIII1 თავის სათაურში სიტყვები: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს” შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს”;

ვ) 301 მუხლის „გ”, „დ”, „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) 302 მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;”;

თ) 302 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1”, „ბ2” და „ბ3” ქვეპუნქტები:

„ბ1) დეპარტამენტის უფროსი;

2) სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;

3) სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;”;

ი) VIII1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII2 თავი:

თავი VIII2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 305. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 306. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური ინსპექციის უფროსი;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი;

გ) დეპარტამენტის უფროსი;

დ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) მინისტრის მრჩეველი;

თ) სამინისტროს მთავარი ბუღალტერი.

    მუხლი 307. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის თანაშემწე;

ბ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

გ) მრჩეველი;

დ) დაწესებულების მთავარი ექიმი;

ე) განყოფილების უფროსი ექიმი;

ვ) მთავარი ექიმის მოადგილე;

ზ) ლაბორატორიის უფროსი;

თ) უფროსი ექიმი;

ი) გამომძიებელი.

    მუხლი 308. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;

ბ) სამინისტროს სპეციალისტი;

გ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფთიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი-ლაბორანტი, ექიმი-ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი-დიეტოლოგი);

დ) უფროსი ექთანი;

ე) ექთანი (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი-დიეტოლოგი, პროვიზორი);

ვ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამარაგოს თანამშრომელი, სტატისტიკოსი;

ზ) სანიტარი.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი