"ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 04/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.016029
  • Word
298
28/09/2010
სსმ, 127, 04/10/2010
390120000.10.003.016029
"ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №100, მუხლი 1496) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

1. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საპროექტო ღონისძიებებს – რომლებიც მოიცავს ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდური მითითებებით განსაზღვრულ ყველა ღონისძიებას, აგრეთვე ტერიტორიის შეღობვის მიზანშეწონილობას;“.

2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ტყის ფონდში ტყის აღდგენისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს უფლება აქვს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოიპოვოს და გამოიყენოს მოზარდ-აღმონაცენი, ფესვის ნაბარტყი და კალამი.“.

3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე მუხლი:

     „მუხლი 24. აღსადგენი ტერიტორიის შეღობვა

1. თუ ტყის აღდგენა საჭიროებს აღსადგენი ტერიტორიის შეღობვას, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს უფლება აქვს, ამ მიზნით გამოიყენოს სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული მოთხრილ-მოტეხილი და ძირნაყარი მერქნული რესურსი.

2. აღსადგენი ტერიტორიის შეღობვისას გამოყენებულ უნდა იქნეს არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის მერქნული რესურსი, რომელიც მიწის ზემოთ უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.5 მეტრს.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური