„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 797
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016023
  • Word
797
21/10/2010
სსმ, 137, 25/10/2010
010320040.22.033.016023
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №797

2010 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის 735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის 735 ბრძანებით (სსმ III,  13.11.09, 140, მუხლი 1614) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახაზინო სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

4. სახაზინო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე..

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი