სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 17/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
173
16/04/2002
სსმ, 36, 17/04/2002
000000000.00.000.000000
სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №173

2002 წლის 16 აპრილი

 ქ. თბილისი

„ცოფის პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №70 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ცოფის პროფილაქტიკის დამატებითი ღონისძიებების განხორ­ციელების აუცილებლობიდან გამომდინარე „ცოფის პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №70 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინის­ტრთა საბჭოებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა:

ა) 2002 წლის 1 მაისამდე შეიმუშაონ ცოფთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმები და უზრუნველყონ მათი განხორციელება;

ბ) გააძლიერონ მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის რეგული­რების სამუშაოები და უზრუნველყონ ადამიანის დამკბენი ცხოველების მიყვანა საკარანტინო ვოლიერებში ვეტერინარული მეთვალყურეობის დასაწესებლად;

გ) 2002-2003 წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგონ ცხოველთა სტერილიზაციის, რიცხოვნობის ჰუმანური კონტროლის თანამედროვე მეთოდები;

დ) ორგანიზაცია გაუწიონ საკარანტინო ვოლიერებისა და ცხო­ველთა სამარხების ან კრემატორიუმების მოწყობას, შინაურ ცხოველთა შენახვისა და მოვლის წესების შემუშავებას ყველა იმ რაიონში (ქალაქში), სადაც ჯერ კიდევ არ არის ეს საკითხი მოგვარებული;

ე) სახელმწიფო მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობა სრულად უზრუნველყონ სათანადო ანტირაბიული მომსა­ხურებით და შესაბამისად, ცოფის საწინააღმდეგო საჭირო რაოდენობის ვაქცინებითა და იმუნოგლობულინით;

ვ) ჰიდროფობიით ადამიანის დაავადება-გარდაცვალების თითო­ეული შემთხვევა განიხილონ საგანგებოდ და სათანადო მომსახურებით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები კეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფისა და ცოფის პროფილაქტიკის საქმეში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად;

ზ) განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წელიწადში ორჯერ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს“.

2. მე-2 პუნქტის:

ა) „2.1.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად გააძლი­ეროს მუშაობა ოჯახის ცხოველების აღრიცხვიანობის და დადგენილ ვადებში მათი ვაქცინაციის საკითხების მოსაწესრიგებლად“;

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „2.4“და „2.6“ ქვეპუნქტები.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე):

ა) უზრუნველყოს ჰიდროფობიით ადამიანის გარდაცვალების თითოეული შემთხვევის შესწავლა და სათანადო ღონისძიებათა განხორ­ციელება;

ბ) მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებს ანტირაბიული დახმარების გასაუმჯობესებლად. ხელი შეუწყოს დიაგნოსტიკის თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების დანერგვას“.

4. ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 პუნქტები.

ე. შევარდნაძე