„სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 29/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
206
23/05/2001
სსმ, 55, 29/05/2001
000000000.00.000.000000
„სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №206

2001 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

„სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №151 ბრძანე­ბულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს №519, 2001 წლის 1 თებერვლის №33 და 2001 წლის 11 თებერვლის №47 ბრძანებულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან ბუნებრივი და თხევადი გაზის ტრანზიტით ორგანიზებულად ტრანსპორტირების, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრან­სპორტირებისა, მიზნით:“.

2. აღდგენილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №151 ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად გაუქმებული მე-7 პუნქტი.

3. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ“ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოადგინოს საქართველოს მხარე საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი და თხევადი გაზის ტრანზიტით ტრანსპორტირების შესახებ ყველა მოლაპარაკებაში, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების მოლაპარაკებისა და დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები საქართველოსა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შორის“.

ე. შევარდნაძე