დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 13/04/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №126
2001 წლის 8 აპრილის
ქ. თბილისი
„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში და მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა:
ა) განახორციელონ საჭირო ღონისძიებები ავტოცისტერნებიდან თხევადი გაზის მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში რეალიზაციისათვის;
ბ) სამოსახლო და სააგარაკო მიწის ნაკვეთების გამოყოფისას მკაცრად დაიცვან სამშენებლო ნორმებითა და წესებით დადგენილი მინიმალური მანძილები მაგისტრალური გაზსადენებიდან;
გ) ავარიებით გამოწვეული მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით სათანადო ყურადღება დაუთმონ მიღებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები