ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 23/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
172
16/04/2002
სსმ, 39, 23/04/2002
000000000.00.000.000000
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/04/2002 - 02/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №172

2002 წლის 16 აპრილი

 ქ. თბილისი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) საქართველოს გაწევრიანების შემდგომ (14.06.2000) საგარეო ვაჭრობის სფეროში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და ვმო-ს წევრობის სრულფასოვნად გამოყენების მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ გასატარებელ ღონისძიებათა თანდართული გეგმა.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №113 ბრძანებულებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ (თ. ბერუჩაშვილი) უზრუნველყოს ღონისძიებათა გეგმის შესრულების მონიტორინგი.

3. საქართველოს ყველა შესაბამისმა სამინისტრომ და უწყებამ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადამჭრელი ზომები მიიღოს დანართით განსაზღვრულ ვადებში ვმო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულებისათვის.

4. სამთავრობო კომისიამ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას პერიოდულად წარუდგინოს ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

5. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №113 ბრძანებულებაში დასახელება „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო)“ შეიცვალოს დასახელებით „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო)“.

6. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №113 ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

თამაზ აგლაძე – საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მიხეილ ალხანიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და სერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსი

მერაბ გაბუნია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

თემურ დვალი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ანალიზის პროგნოზისა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

რომან კაკულია – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

თეიმურაზ კვერნაძე – სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური მენეჯერი

მერაბ კვიმსაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრე­ბის ეროვნული ცენტრის საქპატენტის გენერალური დირექტორის მოადგილე

ლევან ლომიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვმო-ს სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი

გოჩა მეგრელიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი

ელგუჯა მელაძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე

ვანო მერაბიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე

თამარ მჭედლიშვილი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლო­გიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე

ლერი ტყებუჩავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სლავა ფეტელავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე

ლევან ქისტაური – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

ლევან ჩრდილელი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

თემურ ხომერიკი – საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე.

ე. შევარდნაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა

 

საკითხი

ღონისძიება

პასუხისმგებელი

შესრულების ვადა

შენიშვნა

1. საქართველოს `ბმული ტარიფების~ ცხრილებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება იმპორტზე მოქმედ საბაჟო ტარიფში

საგადასახადო სისტემის სრულყოფის სამთ-ავრობო კომისიამ განიხილოს და გადასცეს სახელმწიფო კანცელარიას საქართველოს პარლამენტში წარსადგენად კანონპროექტი `საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე~

ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო სისტემის სრულყოფის სამთავრობო კომისია, სახელმწიფო კანცელარია

თებერვალი 2002

 

2. სამოქალაქო ავიატექნიკით ვაჭრობის შესახებ ვმო- შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების გათვალისწინებით საქართველოში შესაბამისი ნორმატიული ბაზის ფორმირება

- შესაბამის სამინისტროთა ერთობლივი ბრძანების მომზადება სამოქალაქო ავიატექნიკით ვაჭრობის კონტროლის თაობაზე

- შესაბამისი ინსტრუქციის შემუშავება

ფინანსთა სამინისტრო, ტრანსპორტისა და კომუნიკაიების სამინისტრო, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო

მაისი 2002

მომზადება `საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ~კანონში ვლილებებზე დაყრდნობით

3. ირიბი გადასახედების გამოყენება ვმო- GATT 94-ის VIII მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად

იმპორტირებულ და შიდა წარმოების მსგავსი პროდუქციის მიმართ დაწესდეს ერთნაირი სააქციზო გადასახადი:

- თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე;

- არაყსა და მის მსგავს (სასაქონლო ნომენკლატურის 2208 ჯგუფის) პროდუქციაზე

ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, საგადასახადო შემოსავლების სამიმისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო

ივნისი 2002

კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში

4. გადაზიდვამდელი ინსპექტირების შესახებ ვმო- შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება

გადაზიდვამდელი ინსპექტირების თაობაზე კონტრაქტში და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა პროექტების მომზადება

საგადასახადო შემოსავლების სამიმისტრო, ფინანსთა სამინისტრო

ივნისი 2002

კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში

5. საბაჟო მომსახურებისათვის არსებული მოსაკრებლის ვმო- მოთხოვნებთაან შესაბამისობაში მოყვანა

საბაჟო მოსაკრებლის დაწესება გაწეული მომსახურების ღირებულების ოდენობით

საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო

ივნისი 2002

 

6. საკანონმდებო ნორმატიული ბაზის ანალიზი

ვაჭრობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების, ახალი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზა ვმო- მოთხოვნებთან შესაბამისობაზე

იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ვმო-სთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისია, ფინანსთა სამინისტრო

მუდმივად

 

7. სტანდარტიზაია-სერიფიკაიის სფეროში აღებულ ვალდებულებათა რეალიზაცია

- საბჭოთა პერიოდის გოსტები და სხვა რეგიონალური სტანდარტები შეიცვალოს საერთაშორისო სტანდარტებით ან საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნიკური რეგლამენტებით

 

საქსტანდარტი, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიიის სამინისტრო, ურბანიზაიისა და მშენებლობის სამინისტრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოიალური დავის სამინისტრო

ივნისი 2003

 

 

- სავალდებულო სერტიფიირებას დაქვემდებარებული საიმპორტო საქონლის ნუსხის შემცირება

 

აგვისტო 2002

 

8. ნოტიფიკაია ვმო- სამდივნოში

ვმო- სამდივნოს ფორმატით განსაზღვრული ნოტიფიკაიების წარდგენა

საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად, ვმო-თან თანამშრომლობის სამთავრბო კომისია

მუდმივად

შესაბამისი უწყებები განსაზღვრულ ვადებში წარუდგ კომისიას ან საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო ინფორმაიას.

9. მოლაპარაკებათა დაწყება ვმო- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმებაზე მიერთების მიზნით

ატარდეს კომსულტაიები ვმო- სამდივნოსთან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

სექტემბერი 2002

 

10. შიდა ბაზრის დავის მექანიზმების სრულყოფა

ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს `ანტიდემპინგური საკომპენსაიო და დაცვითი ღონისძიებების შესახებ~ კანონპროექტის განხილვა და მიღება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, მასთან არსებული ანტიმონოპოლური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო

ოქტომბერი 2002

საქართველოს ვალდებულებაა არ გამოიყენოს ანტიდემპინგური საკომპენსაციო და ბაზრის სხვა დავის ზომები, ვმო- ნორმების შესაბამისი შიდა კანონმდებლობის მიღებამდე

11. ვმო- TRIPS-ის შეთანხმებით გათვალისწინებულ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმთა სრულყოფა

ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს დააქაროს `ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ~ კანონპროექტის განხილვა

საქპატენტი ვმო-თან თანამშრომლობის სამთავრობო კომისია

2002 წლის მაისი

 

12. საქართველოს მთავრობის 2001 წლის 16 ოქტომბრის #33 საოქმო გადაწყვეტილების შესრულება

ვმო-თან ურთიერთობის გაღრმავებისათვის შემუშავდეს უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში საქართველოს სამოქმედო პროგრამა

ვმო-თან თანამშრომლობის სამთავრობო კომისია

წლის ბოლომდე

 

13..ვმო- თემატიკაზე ფორმაიის მიწოდება საქართველოს საზოგადოებისათვის

- საკანონმდებლო მანეში გამოქვეყნდეს ვმო- შეთანხმებათა სრული ტექსტი

- მომზადდეს სპეიალურ გადაცემათა და გამოემების პროგრამა;

- შემუშავდეს წინადადებები `ვმო-საქართველო~ პორტალის შესაქმნელად ინტერნეტში

- გამოინახოს პოტენცური დონორები საინფორმაციო ღონისძიებათა დაფინანსებისათვის;

- მომზადდეს სასწავლო პროგრამები და კურსები;

- გაფართოვდეს სემინარების ორგანიზება ვმო- თემატიკაზე

ვმო-თან თანამშრომლობის სამთავრობო კომისია, იუსტიიის სამინისტრო ტელერადიო კორპორაცია, განათლების სამინისტრო

წლის

ბოლომდე