საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 26/02/2002
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005166
  • Word
26
22/02/2002
სსმ, 17, 26/02/2002
190040000.11.117.005166
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.166

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №26№40

2002 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” განწერილი გეგმური ხარჯების აღსრულების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, 2002 წლის კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” ხარჯების აღსრულების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებთ:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შრომის ანაზღაურების, ტრანსფერების ანარიცხების და სხვა ასიგნებების დაფინანსება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, განხორციელდეს ცენტრალიზებულად, საგადასახადო დავალების საფუძველზე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საგადასახადო დავალებასთან ერთად წარუდგინოს საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მიხედვით განსაზღვრული სახეობების მიხედვით ხარჯების გაწევის წერილობითი ინფორმაცია.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად, სახეობების ჭრილში გამოყოფილი გეგმური მავენებლების ზემოთ არ დაუშვას საკასო და ფაქტობრივი ხარჯების გაწევა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია განახორციელოს ცენტრალიზებული წესით.

ზ. ნოღაიდელი

დ. თევზაძე