საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 162, 13/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016096
  • Word
1009
13/12/2010
სსმ, 162, 13/12/2010
040030000.08.002.016096
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1009

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის 734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის 217 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., 43, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა.ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“;

ა.ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქართული სპორტის მუზეუმი (შემდეგში მუზეუმი).“;

ა.გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ შეიცვალოს სიტყვით: ,,მუზეუმის“;

ა.დ) ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.”;

ა.ე) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა.ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქართული სპორტის მუზეუმის დებულება“;

ა.ე.ბ) პირველ მუხლში სიტყვები: ,,სპორტული დიდების სახელმწიფო მუზეუმი“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქართული სპორტის მუზეუმი“;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის 217 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის 535 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., 90, მუხ. 1318) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შეიცვალოს სიტყვებით: ,,ქართული სპორტის მუზეუმის“.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის 734 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი