დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოქალაქე თ. მარისათვის ქუთაისში არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 20/12/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №520
2001 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოქალაქე თ. მარისათვის ქუთაისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ
საქვეყნოდ ცნობილი დამსახურებული მოღვაწეების იაკობ და ნიკო მარების სახელობის სამუზეუმო კულტურის ცენტრის მშენებლობის მიზნით:
1) დაკმაყოფილდეს ქუთაისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქე თენგიზ მარს (მცხოვრები: თბილისი, ნუცუბიძის ქ. მე-2 მიკრორაიონი, სამხატვრო ბინა №48), საქვეყნოდ ცნობილი დამსახურებული მოღვაწეების იაკობ და ნიკო მარების სახელობის სამუზეუმო კულტურის ცენტრის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, შესაბამისი ნორმატიული ფასის გადახდით, გამოეყოს ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე 741 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
2) ქუთაისის მერიამ (რ. მხეიძე) დადგენილი წესით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადაცემის გაფორმება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები