დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 20/03/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №116
2002 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ეროვნული მეურნეობის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების პირობებში ქვეყნებს შორის ტრანსკონტინენტურ ტვირთზიდვაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სრულყოფილ სატრანზიტო რეგიონად ჩამოყალიბებას აქვს რეალური საფუძვლები. აღნიშნული პერსპექტივის განხორციელების შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა, რომლის პროექტი ითვალისწინებს ავტომაგისტრალების გაყვანის მსოფლიო სტანდარტებს და რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთელი საერთაშორისო გაერთიანებისათვის.
ავტომაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობისას გასხვისების ზოლში ხვდება სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ინფორმაცია ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის, აგრეთვე მინისტრთა საბჭოს მხრიდან მშენებლობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის მზადყოფნის შესახებ.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობისას გასხვისების ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრების ქონების ათვისება მოახდინოს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები