დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო წოდებების შესაბამისობისა და წოდების განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 28/10/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №431
2002 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო წოდებების შესაბამისობისა და წოდების განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო წოდებების „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და ერთიანი განმასხვავებელი ნიშნების შემოღების მიზნით:
1. დამტკიცდეს ახალი სამხედრო წოდებების შესაბამისობა ძველ სამხედრო წოდებებთან №1 დანართის მიხედვით.
2. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო წოდებების განმასხვავებელი ნიშნები №2 დანართის მიხედვით.
3. საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამხედრო წოდებების განმასხვავებელი ნიშნების ტარების წესი.
4. ბრძანებულებით დადგენილი შესაბამისობა და განმასხვავებელი ნიშნები დგინდება მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც ამჟამად გადიან სამხედრო სამსახურს.
5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თ. ჯაფარიძემ.
ე. შევარდნაძე
დანართი 1
ახალი სამხედრო წოდებების შესაბამისობა ძველ სამხედრო წოდებებთან
| ძველი წოდებები | ახალი წოდებები | ||
| საჯარისო წოდებები | საზღვაო წოდებები | საჯარისო წოდებები | საზღვაო წოდებები |
| სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის | |||
| რიგითი (კურსანტი) | მატროსი | რიგითი(კურსანტი) | მატროსი(კურსანტი) |
| უმცროსი სერჟანტი | მე-2 კლასის ზემდეგი | ეფრეიტორი | უფროსი მატროსი |
| სერჟანტი | 1-ლი კლასის ზემდეგი | მე-2 კლასის ეფრეიტორი | მე-2 კლასის მატროსი |
| უფროსი სერჟანტი | მთავარი ზემდეგი | 1-ლი კლასის ეფრეიტორი | 1-ლი კლასის მატროსი |
| საკონტაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის | |||
| რიგითი | მატროსი | კაპრალი (სპეციალისტი) | საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი) |
| უმცროსი სერჟანტი | მე-2 კლასის ზემდეგი | უმცროსი სერჟანტი | უმცროსი მიჩმანი |
| სერჟანტი | 1-ლი კლასის ზემდეგი | სერჟანტი | მიჩმანი |
| უფროსი სერჟანტი | მთავარი ზემდეგი | უფროსი სერჟანტი | უფროსი მიჩმანი |
| ზემდეგი | მიჩმანი | მასტერ სერჟანტი* | მასტერ მიჩმანი* |
| - | - | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი) |
| - | - | ბრიგადის სერჟანტი | მთავარი მიჩმანი |
| - | - | მთავარი სერჟანტი | მიჩმან-ლეიტენანტი |
| - | - | სერჟანტ-ლეიტენანტი | - |
| უმცროსი ლეიტენანტი | უმცროსი ლეიტენანტი | უმცროსი ლეიტენანტი | უმცროსი ლეიტენანტი |
| ლეიტენანტი | ლეიტენანტი | ლეიტენანტი | ლეიტენანტი |
| უფროსი ლეიტენანტი | უფროსი ლეიტენანტი | უფროსი ლეიტენანტი | უფროსი ლეიტენანტი |
| კაპიტანი | კაპიტან-ლეიტენანტი | კაპიტანი | კაპიტან-ლეიტენანტი |
| კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის | |||
| მაიორი | მე-3 რანგის კაპიტანი | მაიორი | მე-3 რანგის კაპიტანი |
| ვიცე-პოლკოვნიკი | მე-2 რანგის კაპიტანი | ვიცე-პოლკოვნიკი | მე-2 რანგის კაპიტანი |
| პოლკოვნიკი | 1-ლი რანგის კაპიტანი | პოლკოვნიკი | 1-ლი რანგის კაპიტანი |
|
|
| ბრიგადის გენერალი | კონტრ-ადმირალი |
| გენერალ-მაიორი | კონტრ-ადმირალი | გენერალ-მაიორი | ვიცე-ადმირალი |
| გენერალ-ლეიტენანტი | ვიცე-ადმირალი | გენერალ-ლეიტენანტი | ადმირალი |
| გენერალ-პოლკოვნიკი | ადმირალი | - | - |
| არმიის გენერალი | - | არმიის გენერალი | - |
* „წოდება „მასტერ სერჟანტი“ ენიჭება საბრძოლო დანაყოფების „ზემდეგებს“, დანარჩენ ზემდეგებს (საშტაბო, საკანცელარიო და ტექნიკურ პერსონალს) შეესაბამება წოდება „უფროსი სერჟანტი“
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები