დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 04/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №452
2002 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილებისას საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დარეგულირების მიზნით:
1. საქართველოს სასაზღვრო სარკინიგზო სადგურების გავლით სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას, საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომლებიც დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის მოთხოვნები შესრულდეს ერთი თვის ვადაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და დამკვიდრება, სასაზღვრო და საკვანძო სარკინიგზო სადგურებში სპეციალური ჩიხებისა და ტერმინალების მოწყობით, სადაც შესაძლებელი იქნება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამისი საბაჟო პროცედურების შეუფერხებელი განხორციელება.
4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გ.ისაკაძემ. ბრძანებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს წინადადებები შესაბამისი თანამდებობის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები