,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 17/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.05.002.002.
  • Word
11
15/01/2003
სსმ, 5, 17/01/2003
010.240.040.05.002.002.
,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №11

2003 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანე­ბუ­ლებით დამტკიცებულ საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარ­ტამენტის დებულების V თავის მე-4 პუნქტს:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სპორტული რეზერვების მომზადების სამმართველო.“;

ბ) ტექსტის ბოლოს დაემატოს:

„სპორტული რეზერვების მომზადების სამმართველო

სპორტული რეზერვების მომზადების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: სპორტული რეზერვების მომზადების უზრუნველყოფა; სასპორტო სკოლების (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარე­ბისა) მუშაობის კოორდინაცია; სპორტული ჯგუფების დისლოკაციის საკითხები; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციული საკითხების კონტროლი; საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის (მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა) სპორტის ერთიან სასწავლო პროგრამებში შესატანი ნორმატივების შემუშავება.

ე. შევარდნაძე