დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2003 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 სექტემბრის N406 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 20/03/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა
N 77 2003 წლის 13 მარტი ქ.თბილისი
„2003 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო
მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის
20 სექტემბრის N406 ბრძანებულებაში ცვლილებისა და
დამატების შეტანის თაობაზე
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კაკვასიური მილსადენის სისტემის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მისი გარემოზე ზემოქმედებიდან გამომდინარე, მშენებლობის პერიოდში გარემოსდაცვითი მონიტორინგის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 სექტემბრის N406 ბრძანებულებით დამტკიცებულ „2003 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III ნაწილი, N97, მუხლი 836; შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ამოღებულ იქნეს რიგით 128-ე - „ევრაზიის ავტოსატრანსპორტო დერეფნის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხობრივი მდგომარეობის შესწავლა და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება“ და რიგით 130-ე - „საქართველოში არსებული ვადაგასული პესტიციდების (შხამქიმიკატების) უტილიზაცია-გაუვნებლობა“ პროგრამები;
ბ) „2003 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალს“ დაემატოს რიგით 1301 პროგრამა შემდეგი რედაქციით; „1301. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებისა და მათზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების პროგრამა (მშენებლობის პერიოდში) - 40,0 ათასი ლარი“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) შეიტანოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ედუარდ შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები