,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის შექმნისა და “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000..05.002.002
  • Word
175
02/05/2003
სსმ, 41, 08/05/2003
040.030.000..05.002.002
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის შექმნისა და “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №175

2003 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის შექმნისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და 24-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – აკადემიას შეუწყდეს საქმიანობა და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია.

2. საქართველოს შესაბამისმა უწყებამ სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა თანახმად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წარმომადენლობაზე უფლებამოსილი პირი დაინიშნოს „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წესდებას (დებულებას) ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.

6. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2002 წლის 15 იანვარი, №4, მუხ. 36) V თავის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „20. სამინისტროს სისტემაში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია”.

ე. შევარდნაძე