„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 10/12/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
502
07/12/2001
სსმ, 132, 10/12/2001
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №502

2001 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის 337 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესა­ხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის 337 ბრძანე­ბულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დეპარტამენტების ჩამონათვა­ლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საგარეო-პოლიტიკური“, ხოლო სამმართველოების ჩამონათვალიდან – სიტყვა „პრესცენტრი“;

ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი ტექსტი: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრან­სპორტო სამმართველო „დიპტრანსი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიურო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო „მთაწმინდა“.

2. მე-18 მუხლის სათაურიდან, პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საგარეო-პოლიტიკური“.

3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „უცხოეთის“, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:

„მ) სამინისტროსთან ჟურნალისტთა აკრედიტაცია;

ნ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, სამინისტროს ხელ­მძღვა­ნელ პირებთან ჟურნალისტთა შეხვედრის ორგანიზება;

ო) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს განცხადებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქართული პრესის მიმოხილვის მომზადება;

ჟ) საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვა სახელისუფლებო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან და მათთან ინფორმაციის გაცვლა“.

4. ამოღებულ იქნეს 34-ე მუხლი.

ე. შევარდნაძე