დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 617 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480050000.05.002.003245 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №617
2004 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ ინსტრუქცია“, ხარჯების ანაზღაურების ნორმები და გაეროს სტატისტიკური სამსახურის მონაცემების საფუძველზე ადგილსამყოფელი ქვეყნების მაკორექტირებელი კოეფიციენტები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულება, გარდა ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები