დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 271 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 05/06/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №271
2002 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ავთანდილ იოსელიანი – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე
ვლადიმერ დობორჯგინიძე – აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსნის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
შოთა ასათიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ტრისტან ანდრიაძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ეთერ ასტემიროვა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
ვენედი ბენიძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ედნარ გიორგობიანი – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილე
გურამ დემეტრაშვილი – სახელმწიფო კომისიის მრჩეველი, უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ზაზა დვალი – საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციების და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის წევრი
ირა ზაალიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ჯილდა თოფურიძე – გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორი, უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ირინე იმერლიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
თემურ კალანდაძე – საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დირექტორი
ნუგზარ კვარაცხელია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს უფროსი
ირაკლი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
ანზორ ლაცუზბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი
თემურ ლომსაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
მუხრან მდივანი – ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე
ვიტალი მიხელიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე
ვენერა ოშორიძე – სახელმწიფო კომისიის მრჩეველი, უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
თენგიზ ოშხერელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
ალიბაბა ჩადუნელი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საპარლამენტო კომისიის კონსულტანტი“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები