დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 07/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №354
2001 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-9 პუნქტს სიტყვის „მოადგილე“ შემდგომ დაემატოს სიტყვები „რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს დეპარტამენტის საპარლამენტო მდივნის ფუნქციას“;
ბ) მე-11 პუნქტიწს „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ორგანიზაციათა“, ხოლო სიტყვა „წესდებებს“ შეიცვალოს სიტყვით „სიმბოლიკას“;
გ) V თავში მოყვანილ ჩამონათვალს დაემატოს სიტყვები „ფუნქციონირებისა და ადმინისტრაციული განყოფილება“, ხოლო სიტყვები „საერთო განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვებით „პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი და საერთო განყოფილება“;
დ) VI თავის სათაურში სიტყვები „ორგანიზაციები და“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო საქვეუწყებო“, ხოლო ამავე თავში მოყვანილ ჩამონათვალში:
დ.ა) გაერთიანდეს სიტყვები „ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი“ და „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“ და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი“;
დ.ბ) სიტყვების „ყორუღის აღკვეთილის“ შემდგომ დაემატოს სიტყვები „და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი“;
ე) VI თავში მოყვანილ ჩამონათვალს დაემატოს სიტყვები „კოლხეთის ეროვნული პარკი“ და „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ქობულეთის აღკვეთილი“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები