დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 3, 10/01/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2002 - 14/08/2003)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2000 წლის 24 აპრილის „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ" შეთანხმება.
2. იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ" შეთანხმება ერთმნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს მშვიდობის კორპუსის მოღვაწეობის სფეროს, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს მხოლოდ მშვიდობის კორპუსის საქმიანობის იმ სფეროზე, რომელიც შეეხება განათლებას.
3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აცნობოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს პარლამენტის მიერ გაკეთებული დათქმა.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე.
თბილისი,
2001 წლის 21 დეკემბერი.
№1210–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები