საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიმბოლიკის დამტკიცებისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 20/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
532
16/12/2002
სსმ, 122, 20/12/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიმბოლიკის დამტკიცებისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №532

2002 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიმბოლიკის დამტკიცებისა და „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-4 პუნქტში სიტყვა „ემბლემა“ შეიცვალოს სიტყვით „სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა)“.

2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიმბოლიკა თანდართული აღწერილობის მიხედვით.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიმბოლიკა

(აღწერილობა)

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს ეროვნულორნამენტიან შვიდქიმიან ოქროსფერ ვარ­სკვლავს. ვარსკვლავის ყოველი ქიმი წახნაგოვანი ფორმისაა. ვარსკვლავის გულის მუქ ლურჯ ფონზე ქართულ ეროვნულ ხანჯალზე მოთავსებულია ოქროსფერი არწივი, რომელსაც თავი დასავლეთისაკენ აქვს მიბრუნებული. არწივის ფრთებს ქვემოთ, აქეთ-იქიდან, ორივე მხარეს განლაგებულია ოქროსფერი ასოები „უ“ და „ს“– უშიშროების სამინისტრო (სამსახური). არწივის გულში შინდისფერ ფონზე ოქროს­ფრად ჩახატულია ქართული ჯვარი. არწივის თავს ზემოთ რკალურად განლაგებულია – შუაში შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი, ვარსკვლავის მარჯვნივ არის ასევე ოქროსფერი მთვარე, ხოლო მარცხნივ – ოქროსფერი მზე. მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავია.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დროშა არის მართკუთხედის ფორმის (150+94სმ) თეთრი ფერის ქსოვილი, რომელზეც გამოკვეთილია ოქროსფერი ჯვარი თანმდევი მუქი ლურჯი არშიით. ჯვრის შუაგულში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ემბლემაა მთელი თავისი ატრიბუტიკით.

ემბლემა

დროშა