უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 20/03/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
117
20/03/2002
სსმ, 27, 20/03/2002
000000000.00(0).000.000000
უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/03/2002 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №117

2002 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა შესახებ

უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) ორ თვეში:

ა) განსაზვრონ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა კატეგორიები სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ უმწეოთა სამედიცინო სოციალური დაზღვევის პროგრამით მომსახურებისათვის;

ბ) დაამტკიცონ „სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა დასაზღვევად წარდგენისა და ინდივიდუალური სადაზვევო პოლისის შევსებისა და გაცემის წესი“;

გ) შეიმუშაონ „უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა პროგრამით დაზღვეულ პირთა სიების განახლების წესი“.

ე. შევარდნაძე