დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 22/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.030.000.05.001.001.414 |
საქართველოს კანონი
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 1.08.2001, მუხ.93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაცია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი და ბიუჯეტი. ადმინისტრაციის წლიური ბალანსი მოწმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 5 დეკემბერი.
№3145–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები