დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503023, 03/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016218 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №233
2011 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის VII4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�თავი VII4
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სახელმწიფო თანამდებობები
��� მუხლი 2613. მთავარი საჯარო თანამდებობა
დეპარტამენტის თავმჯდომარე.
��� მუხლი 2614. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი;
ე) დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;
ვ) დეპარტამენტის შტაბის უფროსი;
ზ) დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
თ) დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ი) დაწესებულების დირექტორი;
კ) დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე;
ლ) დაწესებულების დირექტორის მოადგილე.
��� მუხლი 2615. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის სამსახურის განყოფილების უფროსი;
გ) დეპარტამენტის სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
დ) დეპარტამენტის სამსახურის შტაბის უფროსი;
ე) დეპარტამენტის სამსახურის კანცელარიის უფროსი;
ვ) დაწესებულების კანცელარიის უფროსი;
ზ) სამორიგეოს უფროსი;
თ) დეპარტამენტის შტაბის სამორიგეოს უფროსი;
ი) დეპარტამენტის საწყობის გამგე;
კ) ასეულის მეთაური;
ლ) დაწესებულების განყოფილების უფროსი;
მ) დაწესებულების კადრების უფროსი;
ნ) დაწესებულების ოპერატიული მორიგე ინსპექტორი;
ო) დაწესებულების ბუღალტერი.
��� მუხლი 2616. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი ინსპექტორი;
ბ) უფროსი ინსპექტორი;
გ)� კონტროლის უფროსი ინსპექტორი;
დ) ინსპექტორი;
ე) უმცროსი ინსპექტორი;
ვ) საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების უფროსი ინსპექტორი;
ზ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი;
თ) შეიარაღებისა და ტექნიკის უფროსი ინსპექტორი;
ი) სამოქალაქო და თავდაცვის ინსპექტორი;
კ) ოპერატიული მორიგე ინსპექტორი;
ლ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;
მ) მორიგე ინსპექტორი;
ნ) საზოგადოებრივი კონსულტანტი;
ო) უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე;
პ) მორიგე ინსპექტორის თანაშემწე;
ჟ) საბრძოლო მომზადების ინსპექტორი;
რ) უფროსი სოციალური მუშაკი;
ს) სოციალური მუშაკი;
ტ) უფროსი ბუღალტერი;
უ) ბუღალტერი;
ფ) უფროსი სპეციალისტი;
ქ) სპეციალისტი;
ღ) ასეულის მეთაურის თანაშემწე;
ყ) ოცეულის მეთაური;
შ) ოცეულის მეთაურის მოადგილე;
ჩ) ოცეულის მეთაურის თანაშემწე;
ც) ყარაულის უფროსი;
ძ)� ყარაულის უფროსის თანაშემწე;
წ) მებრძოლი;
ჭ) გუშაგი;
ხ) კონტროლის ინსპექტორი;
ჯ) კონტროლიორი;
ჰ) ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე;
ჰ1) ფსიქოლოგი;
ჰ2) ბიბლიოთეკის გამგე;
ჰ3) დაწესებულების სასადილოს გამგე;
ჰ4) ექიმი;
ჰ5) არქივარიუსი;
ჰ6) ტექნიკური მუშაკი;
ჰ7) მძღოლი;
ჰ8) დამლაგებელი.�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები