საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4547-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110505014, 05/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016288
  • Word
4547-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110505014, 05/05/2011
200000000.05.001.016288
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში  ცვლილე ბებ ისა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექს ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №54 , 12 .10 .2010 , მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 190-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო               ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული));

ა.ბ) სასაქონლო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2261  მუხლი:

     „მუხლი 2261 . შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4547-Iს