საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 03/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 14/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 360160000.11.103.004877
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
56
30/07/2001
სსმ, 81, 03/08/2001
360160000.11.103.004877
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (03/08/2001 - 10/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.004.877

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №56

2001 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მარტის №198 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების“ 33-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა (დანართი-I) და აღწერილობის (დანართი-II) შესაბამისად.

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ჩხობაძე

 

დანართი-I

×ÉÂÖÒÀ 1 ………

……………….. ÊÏÌÐÏÍÄÍÔÉ 1

 

×ÉÂÖÒÀ 2 ………          

…………….

×ÉÂÖÒÀ 3 ………          

.…………… ÊÏÌÐÏÍÄÍÔÉ 2

×ÉÂÖÒÀ 4 ………          

…………….

×ÉÂÖÒÀ 5 ………          

……………. ÊÏÌÐÏÍÄÍÔÉ 3

 

                                                                       

                                                             

                                                           

                                                             

 

                                                           

 

 

დანართი-II

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემის აღწერილობა

გამოსახულება წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ემბლემას, რომელიც შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან და წარმოადგენს ხუთი ტალღისებური ფიგურის (სეგმენტის) ერთობლიობას, კერძოდ:

1. ზემოდან პირველ, მუქი ლურჯი ფერიდან ღია ლურჯში გარდამავალ კომპონენტს (№1 ფიგურა) გააჩნია ატმოსფერული ჰაერის შინაარსობრივი დატვირთვა.

2. ზემოდან მეორე, ცისფერი ფერიდან მწვანე ფერში გარდამავალ კომპონენტს (რომელიც შედგება №2, №3 და №4 ფიგურებისაგან) გააჩნია წყლის შინაარსობრივი დატვირთვა.

3. ზემოდან მესამე, მუქი მწვანე ფერიდან ღია მწვანე ფერში გარდამავალ კომპონენტს (№5 ფიგურა) გააჩნია მიწის შინაარსობრივი დატვირთვა.